”მას სევდიანი თვალები ქონდა...მის პრობლემაზე არაფერი ვიცოდი”- რას ყვება მსახიობის მოსკოველი მეგობარი
საზოგადოება - 00:58, 14 Apr, 2015     36388
რუსული მედია, რეჟისორ ედუარდ ოგანესიანთან ინტერვიუს აქვეყნებს. მოსკოვში მცხოვრები რეჟისორი, რომელთანაც კოტე თოლორდავამ ორ ფილმზე იმუშავა, მსახიობის შესახებ საუბრობს და გულისწყვეტას და გაკვირვებას გამოხატავს იმის გამო,რომ მოსკოვში ჩასულმა მსახიობმა მას არ დაურეკა და მასთან სახლში გაჩერებას სასტუმროში ცხოვრება არჩია. ედუარდ ოგანესიანის თქმით მისთვის კოტე თოლორდავას მოსკოვში ყოფნის და გარდაცვალების გარემოებები იდუმალებიტაა მოცული.

როგორც ედუარდ ოგანესიანი ყვება, მისი და კოტე თოლორდავას გაცნობა თბილისში მოხდა, რეჟისორს მამა თბილისელი ყავს და მისი ერთ-ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაც თბილისში გადაწყვიტა. სწორედ ამ ფილმის კასტინგზე გაიცნო კოტე თოლორდავაც:

”კოტე მეგობრის ქორწილიდან მოვიდა, საინტერესო და მოხერხებული ჩანდა. მოვიდა სინჯებზე და საუბარი ქართულად დაიწყო. მე მას ვკითხე ”ნუთუ თქვენ რუსულად არ საუბრობთ?” მან კი მიპასუხა, რომ ერიდებოდა, მაგრამ როდესაც რუსულზე გადავიდა, გაირკვა , რომ ის რუსულად ძალიან კარგად ლაპარაკობდა. მას საოცარი იუმორის გრძნობა ქონდა. აღმოჩნდა, რომ მას წინაპარი ჰყავდა რუსი. მე ის მაშინვე დავამტკიცე როლზე. შემდეგ კი დავმეგობრდით. იმ ფილმში მას თითქმის მთავარი როლი ქონდა და ის მან ძალიან კარგად გააკეთა.

შემდეგ ჯერზე მე თბილისში უკვე სრულმეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად ჩავედი. არსებობენ მსახიობები , ვის გარშემოც იწერება სცენარები. კოტე ზუსტად ასეთი იყო. ჩვენ ვიმუშავეთ და მე დავბრუნდი მოსკოვში იმ აზრით, რომ აუცილებელია გადავიღო ფილმი სადაც მთავარ როლს ის შეასრულებდა. მე დავწერე სცენარი ”პეპე” პროტოტიპად კოტე ავირჩიე...”

რეჟისორის თქმით კოტე თოლორდავასთან, როგორც მსახიობთან მუშაობა ძალიან კომფორტული იყო:

”ის აბსოლუტური მსახიობი იყო, არასდროს ერეოდა რეჟისურაში. საერთოდ კი გადარეული იყო. თავის მომავალ მეუღლეს ხელი ისე სთხოვა, რომ ამის შესახებ მთელი საქართველო ლაპარაკობდა. კოტემ იქირავა ამწე და საცოლის ფანჯარას ამწით მიადგა, დააკაკუნა, ყვავილები მიართვა, თავისი შეყვარებულიც ამწეში გადმოსვა და ასე წაიყვანა ხელის მოსაწერად”- აღნიშნავს რეჟისორი.

ედუარდ ოგანესიანის თქმით, კოტე თოლორდავა მაყურებელს ძალიან უყვარდა და მოსწონდა

”ის ისევე უყვარდათ, როგორც ევგენი ლეონოვი, მას ხმაურიანი სიცილი და სევდიანი თვალები ქონდა. მისი თვალების გადაღება ახლო ხედითაც შეიძლებოდა. ის სწრაფად ხვდებოდა ხუმრობებს და სიცილი უყვარდა.”

რეჟისორის თქმით, კოტე თოლორდავას ნიჭი ქართველმა რეჟისორებმა გვიან დააფასეს.

”მხოლოდ სერიალ ”ჩემი ცოლის დაქალებში” მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა საყოველთაო პოპულარობა”

რეჟისორი კოტე თოლორდავას ოჯახზე და მის მეუღლეზეც საუბრობს:

”კოტეს მეუღლე ნამდვილი ლამაზმანია. ძალიან კარგი წყვილი იყო. მე მისი პრობლემების შესახებ რაზეც ახლა მედია საუბრობს, არაფერი ვიცოდი. პრესა იტყობინება რომ ის ნარკოდამოკიდებული იყო. ვიცი მხოლოდ ის რომ ის ძალიან ბევრს ეწეოდა. როგორც ყველა ადამიანს საქართველოში საღამოობით მეგობრებთან ერთად დაჯდომა და დალევაც უყვარდა...”- ამბობს რეჟისორი

მომზადებულია ”მოსკოვსკი კომსომოლეცის” მიხედვით.

ფოტოები ედუარდ ოგანესიანის ფილმებიდან ”აზნიფ” და ”ანა-ბანა” კოტე თოლორდავას მონაწილეობით:







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42