აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება
საზოგადოება - 14:36, 12 Apr, 2015     2273
გლდანის რაიონის გამგებლის ბესარიონ ქარცივაძის განცხადებით, დღეს დილით აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება,

გამგებლის თქმით, აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, კორპუსის ზედა ნაწილი პრაქტიკულად მთლიანად დააზიანა. ქარცივაძე არ გამორიცხავს, რომ აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე ობიექტიდან რამდენიმე ოჯახი გაიყვანონ.

"პირველ რიგში მოხდება კორპუსის დათვალიერება-შესწავლა. ერთი შეხედვით ობიექტი არის პრაქტიკულად მთლიანად დაზიანებული: დაზიანებულია ლიფტის შახტები, მეცხრე სართულზე მოცულობით მონაკვეთზე აღარ არის სინკარული გადახურვა, ის ჩამოიშალა. ასევე, მერვე-მეცხრე სართულის მარჯვენა ფლიგელი პრაქტიკულად მთლიანად დაზიანებულია. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ არა მარტო ამ კორპუსში, არამედ ახლო მდებარე სხვა კორპუსების მობინადრეების ზოგიერთი საცხოვრებელი სახლის შუშებიც კი ჩაიმსხვრა. გამგეობა ახლა მოახდენს მარცხენა მხარის ფლიგელზე სინკარის დემონტაჟს, რადგან არსებობს მისი გადმონგრევის საფრთხე. ამასთან, უახლოეს დღებში მოხდება აღდგენითი სამუშაოების დაწყება. ყველა მობინადრესთან კონტაქტი გვაქვს და არ არის გამორიცხული, უსაფრთხოების მიზნით კორპუსიდან დროებით რამდენიმე ოჯახის გაყვანა მოხდეს", - განაცხადა ბესარიონ ქარცივაძემ.

გლდანის გამგებლის განმარტებით, ყველა ოჯახს ზარალი იმ ხარისხით აუნაზღაურდება, რა ზარალიც აფეთქების შედეგად მიიღო.

გლდანის მეორე მიკრორაიონში 25-ე კორპუსში აფეთქება დღეს დილით მოხდა. დაიღუპა ერთი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42