მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცველბის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა "კურიერთან" საუბარში მისი ოჯახის წევრები გადატვირთული გრაფიკის გამო გულის შეტევაზე საუბრობენ. მსახიობი 28 დღის განმავლობაში გადაღებებზე ბაიკალზე იმყოფებოდა.
”მოტივაცია აბსოლუტურად უცნობია, რამ გამოიწვია. ვინც ნახა აცხადებს, რომ ეს არის გულის პრობლემა. ინფარქტი იყო თუ სხვა რამე ამას გაარკვევენ ორშაბათს. კრიმინალი გამოირიცხა.”- აცხადებს კოტე თოლორდავას სიმამრი კახა მელითაური
მსახიობ კოტე თოლორდავას მოსკოვიდან თბილისში გადმოსვენების საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. საკითხის მოგვარებაში რუსეთში საქართველოს წარმომადგენლობაა ჩართული. გადმოსვენების დეტალები ხვალ უნდა გახდეს ცნობილი.
მსახიობი რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. თოლორდავა მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო. ის არაერთ ფილმში იყო გადაღებული, მაგრამ კოტე თოლორდავამ განსაკუთრებული პოპულარობა სერიალით ”ჩემი ცოლის დაქალები” მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები






