”როდესაც პროექტში - "ორი ვარსკვლავი" ბულატ ოკუჯავას რუსული სიმღერა შევასრულე, ამაზეც ატყდა ერთი ამბავი. მერე გადაცემაში - "განოსა და კოტეს შოუ" ზოგიერთმა სტუმარმაც გამიპროტესტა: რუსული სიმღერა როგორ შეასრულე, ისინი ხომ ოკუპანტები არიანო?! როდესაც ჩემს ქვეყანას მტერი შემოესევა, ავიღებ ავტომატს და დავდგები იქ, სადაც საჭიროა, მაგრამ კულტურას ეროვნება არ გააჩნია. ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც შეიძლება, მთელ მსოფლიოს დავუახლოვდეთ. როდესაც მე და ბეზრუკოვი ვლაპარაკობდით, ჩვენ არ გვაინტერესებდა პოლიტიკა და ამ თემაზე სიტყვაც არ დაგვცდენია. უბრალოდ, აღვნიშნეთ: ცუდია, რომ ჩვენ შორის უფრო აქტიური ურთიერთობა აღარ არის. ამბობდა, - თქვენ გენიალური კინოსკოლა გაქვთ, დიდებული არტისტები გყავთო. ზეპირად იცის ქართული კინოფილმები. ვიმეორებ, ის პროფესიონალი მსახიობია. მე მიყვარს ჩემი საქმე და როცა მომეცა შანსი, საინტერესო ადამიანები გამეცნო, რატომ უნდა მეთქვა ამაზე უარი?! იმედი მაქვს, ჩემს ამ ნაბიჯს ყველა გაგებით მოეკიდება. ყველამ იცის, რომ სიგიჟემდე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ მსახიობობაა ჩემი საქმე და არა - პოლიტიკა. ”- აცხადებდა კოტე თოლორდავა.
მსახიობი 11 აპრილს მოსკოვში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს
მასალის გამოყენების პირობები






