რას ჰყვება შალვა აბულაძის ორსული საცოლე
საზოგადოება - 20:23, 11 Apr, 2015     30563
ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის საცოლე „კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს. ქრისტინე ციხელაშვილი ამბობს, რომ მასზე ზეწოლა 2015 წლის 25 იანვარს, ახალციხის შს სამმართველოში განხორციელდა, რასაც წინ უძღოდა აბულაძის მიერ პოლიციელის – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობა.

„25 იანვარს, ახალციხის შს სამმართველოში წამიყვანეს. ორსული ვიყავი, ჩემზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ითხოვდნენ მხოლოდ ერთ რამეს – მეთქვა, სად იყო შალვა აბულაძე, მაგრამ მე არ ვიცოდი მისი ადგილსამყოფელი. მეორე დღეს, როგორც კი სამმართველოს შენობა დავტოვე, ბორჯომის საავადმყოფოში წამიყვანეს. ამჟამად თავს ნორმალურად ვგრძნობ, ფეხმძიმობა გრძელდება“, – განუცხადა „კვირას“ ქრისტინე ციხელაშვილმა.

შალვა აბულაძემ ქრისტინე ციხელაშვილი 2014 წლის ივლისში გაიცნო. აღსანიშნავია, რომ შალვა აბულაძემ ბორჯომის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა, ამის შემდეგ კი სწავლა ივ.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამცხე-ჯავახეთის ფილიალში გააგრძელა. მას დამთავრებული აქვს იურიდიული და უცხო ენების ფაკულტეტი. აბულაძეს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა აბულაძე პატიმრობაში დატოვა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ მის საცოლეზე ზეწოლა განხორციელდა.

“ჩემი მეგობრები, ჩემი 19 წლის ორსული საცოლე აწამეს 3 თვის წინ, ჩემს სასტუმროში ლიმონკები შეყარეს, რესტორანი დამიწვეს, საფრთხე რომ მემუქრება, ეს ხო ყველამ იცის, გაზეთებში დაიწერა, ფაქტები პროკურატურაშია. ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველას რაღაც დაუშავეს და ვინმეს სჯერა, რომ თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე არ მემუქრება? ყველამ ყველაფერი იცის. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ” , – განაცხადა შალვა აბულაძემ.

წყარო: პორტალი ,,კვირა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42