უჩვეულოდ დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძიმე დღე, წითელი პარასკევი, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიაში“. დისტრიბუციის მანქანები 30-მდე განსხვავებული მიმართულებით დაიძრა და სააღდგომოდ ათასამდე მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გაახარა.
„ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ტრადიციულად, ლუდსახარში ზედაზენი დაარიგებს პროდუქციას, როგორც წინა სააღდგომო საჩუქარს ბავშვთა სახლებში, რეგიონში არსებულ ეკლესია–მონასტრებში, გაჭირვებულთა თავშესაფრებში, არა მარტო მცხეთა–მთიანეთში არამედ თბილისში არსებულ ჩვენს ტრადიციულ რესიპიენტებთანაც მივა ჩვენი საჩუქრები “ - განაცხადა „ზედაზენის“ კომერციული სამსახურის უფროსმა კახა პაიჭაძემ.
„ეს სტუმრობა არ იყო ჩვენთვის მოულოდნელი, არაერთხელ გვესტუმრნენ და ველოდებოდით კიდევაც, ყველა დღესასწაულზე, თავისი ფართო ასორტიმენტით , ყველა ბავშვისთვის , მოზარდისთვის დიდი სიხარული მოაქვთ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ზედაზენის ხელმძღვანელობას და ყველა თანამშრომლომლებს , მინდა მათ მივულოცო აღდგომა „ - ნანა გოგოჭური, ძეგვის სარეაბილიტაციო თავშესაფრის ხელმძღვანელი .
მიმდინარე წელს, „ზედაზენმა “ ქველმოქმედების სახით უკვე ნახევარ მილიონ ბოთლზე მეტი ლიმონათი დაარიგა.

მასალის გამოყენების პირობები






