შსს-ს აკადემიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოცმედიის თემაზე სწავლება ჩაატარდა
საზოგადოება - 11:26, 11 Apr, 2015     734

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის და შსს-ს სსიპების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებმა, შსს-ს აკადემიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური მედიის თემაზე ოთხდღიანი ტრენინგი გაიარეს. ტრენინგი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით ჩატარდა. სწავლებას ჯორჯიის შტატის ქალაქ დანვუდის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ბილ გროგანი და მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი თიმ ბაროუზი უძღვებოდნენ.

სწავლების მიზანი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური მედიის კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრებული კომუნიკაციის წესებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიღება.

ტრენინგზე განიხილეს: საზოგადოებისთვის შესაბამისი გზავნილების მიწოდების მიზნით სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენების საკითხები; უპირატესობები, რომლებიც სოციალური მედიის გამოყენებას გააჩნია და შედეგები, რომლებიც მედიასთან ურთიერთთანამშრომლობას მოაქვს. ტრენინგზე ისაუბრეს მედიასთან ურთიერთობაში აშშ-ს პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის გამოცდილების, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ ამ სფეროში განხორციელებული სამუშაოს შესახებ. სწავლების ფარგლებში მიმდინარეობდა მსოფლიოში მომხდარი გახმაურებული ფაქტების ირგვლივ მსჯელობა და სხვადასხვა სცენარის მიხედვით პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება.

აღსანიშნავია, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა აშშ-ს პოლიციის წარმომადგენლებს იმ საინფორმაციო-სოციალური კამპანიების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც სამინისტრომ ბოლო სამი წლის განმავლობაში წარმატებით განახორციელა.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებმა, ამერიკელ ტრენერებთან ერთად, ჟესტების ენით წარმოადგინეს მთავარი გზავნილები, რომლებსაც „112“-ის ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის განკუთვნილი, ახლადდანერგილი, უფასო SMS და ვიდეოზარის სერვისი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს.

ტრენინგის დასასრულს, სწავლების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42