თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში გათბობისა და ცხელი წყლის სისტემების მონტაჟი იწყება
საზოგადოება - 11:00, 11 Apr, 2015     1209

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში გათბობის და ცხელი წყლის სისტემების მონტაჟი იწყება. სიახლის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პანსიონატის ბენეფიციარებს პირადად აცნობა.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო საჩუქრები დავით ნარმანიასთან ერთად მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ჩივიაშვილმა, ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმღვანელმა ირაკლი ბერეკაშვილმა, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ და „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გია ბენაშვილმა გადასცეს.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ამჟამად 80 ბენეფიციარი ცხოვრობს. პანსიონატს, რომელიც 21 წელია ფუნქციონირებს, არასოდეს ჰქონია ბუნებრივი აირი, გათბობა და ცხელი წყალი. თბილისის მერი დავით ნარმანია მათ გათბობის პრობლემის მოგვარებას გასული წლის დეკემბერში დაპირდა. „ჩვენ აქტიურად ვეხმარებით პანსიონატის ადმინისტრაციას წლების განმავლობაში არსებული პრობლემების მოგვარებაში. რაიონულმა გამგეობამ უკვე მოაწესრიგა ეზოს პერიმეტრი, კომპანია „ყაზტრანსგაზთან“ თანამშრომლობით კი უახლოეს პერიოდში პანსიონატს ცენტრალური გათბობა ექნება.“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალური მმართველის გია ბენაშვილის თქმით, თბილისის მერიისა და კომპანიის თანამშრომლობით, გათბობისა და ცხელი წყლის სისტემების მონტაჟი აპრილის ბოლოდან დაიწყება და უმოკლეს ვადებში დასრულდება. მისივე თქმით, თბილისის მერიის მომართვის საფუძველზე, კომპანიამ უკვე შეიმუშავა პროექტი.

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმღვანელის ირაკლი ბერეკაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა პანსიონატში არსებული პრობლემის შესახებ, ეკოპოლიტიკის სამსახურმა "ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველოსთან" ერთად შეიმუშავა პროექტი, რომლის ფარგლებში მოძიებული იქნა დამატებითი დაფინანსების წყაროები, მათ შორის BP-ის და Winrock International Georgia-ს გრანტები. მისივე თქმით, პროექტით გათვალისწინებული ალტერნატიული - მზის ენერგიის გამოყენების შედეგად, ენერგიის მოხმარება შემცირდება და შესაძლებელი გახდება CO2-ის ემისიების შემცირება, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება „მერების შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში. როგორც ირაკლი ბერეკაშვილმა აღნიშნა, საერთო ჯამში პროექტის განსახორციელებლად 203,916.90 ლარი დაიხარჯება. თანხის გარკვეულ ნაწილს თბილისის ბიუჯეტი გაიღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42