საქართველოში 430 ათასამდე ადამიანი ღატაკია
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:10, 10 Apr, 2015     1795

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10% ღატაკია, ანუ 430 ათასამდე ადამიანი. ეკონომისტების ერთ ნაწილს კი სტატისტიკური ინფორმაცია მეტისმეტად დაკნინებულად ეჩვენება. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 40% ღარიბია, შესაბამისად, მდგომარეობა ძალიან დრამატულია.
ეკონომისტები სიღარიბის დონეს რამდენიმე კუთხით განიხილავენ. ერთია - წმინდა სტატისტიკური, როდესაც ქვეყნის სტატისტიკური სამსახური სხვა ეკონომიკურ უწყებებთან შეთანხმებით, დაახლოებით, 150-ლარიან საარსებო მინიმუმს განსაზღვრავს. ფაქტობრივად, ღარიბად მიიჩნევა ის ადამიანი, რომელსაც 150 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს. ეს არის წმინდა სტატისტიკური მიდგომა.

მეორეა - სუბიექტური მიდგომა, ანუ რა შემოსავლის შემთხვევაში მიიჩნევს ადამიანი თავს ღარიბად. რეალურად, ადამიანს მინიმალურ დონეზე არსებობისთვის გაცილებით მეტი თანხა სჭირდება, ვიდრე 150 ლარია.

რეალური გათვლით, სიღარიბის ზღვარს მიღმა, ანუ სიღატაკის დონეზეა ის ადამიანი, რომელსაც 300 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს. ღარიბი კი ის ოჯახია, რომლის შემოსავალი 1000 ლარია. "ღარიბად მიიჩნევა ოჯახი, რომლის შემოსავალი 1000-დან 1200 ლარამდე მერყეობს. ასეთი ოჯახი ავტომატურად ღარიბთა კატეგორიას უნდა მიეკუთვნებოდეს. ამ გათვლებიდან გამომდინარე, მოსახლეობის დაახლოებით 45% ნამდვილად იქნება სიღარიბის ზღვარზე. შესაბამისად, სტატისტიკურად შემცირებული და დაკნინებული მონაცემები რეალურად არ მიმაჩნია", - ამბობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი სოსო არჩვაძე.

არჩვაძის განცხადებით, არა მარტო ევროპაში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც კი საქართველო ერთადერთია, სადაც შემოსავლებს შორის სხვაობა ძალიან დიდია. "ჩვენ გვაქვს დაახლოებით 6 ათასი ლარის მშპ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის პარიტეტით და როდესაც ამას ერთ სულზე უთანაბროდ ანაწილებ, ღარიბთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესით იზრდება", - ამბობს სოსო არჩვაძე.


წყარო: გაზეთი "რეზონანსი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42