ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის ინფორმაციით, პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის დაკავების შესახებ ბორჯომში ყველა საუბრობს.
თუმცა „ნიუპოსტთან“ საუბარში ყიფიანი ამბობს, რომ ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ აქვთ.
„ამის შესახებ დილით გავიგე ჟურნალისტებისგან. არ ვიცი რამდენად მართალია. ამის შესახებ ბორჯომშიც ყველა საუბრობს. ოფიციალური სტრუქტურები გააკეთებენ ალბათ განცხადებას. რაც შეეხება ვერტმფრენების და პოლოიციის მობილიზებას, არანაირი ხმაური არ ყოფილა არც ღამე არც დილით. შემთხვევით ვიგებთ, რომ ეს ამბავი მოხდა“, - განაცხადა ყიფიანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, შალვა აბულაძე დაკავებულია. ბორჯომში სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული, ბორჯომის თავზე მოძრაობს სპეციალური ვერტმფრენიც.
წინასწარი ინფორმაციით აბულაძე ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. ამ წუთებში ის უკვე ბორჯომიდან თბილისში გადმოყავთ. აბულაძეს, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს და სასამართლო დღესვე შეუფარდებს აღკვეთის ღონისძიებას.
მასალის გამოყენების პირობები






