ნარმანიამ მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
საზოგადოება - 10:10, 10 Apr, 2015     1334

თბილისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ნარმანია და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი სამგორის რაიონის გამგებელთან მამუკა ჩოქურთან ერთად მოსკოვის გამზირზე მიუსაფართა დროებით თავშესაფარს ეწვივნენ, ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

სააღდგომო საჩუქრების გარდა, მიუსაფართა დროებით თავშესაფარს 100 პლედი, 100 ბალიში და 40 ორთოპედიული ლეიბი გადაეცა, საყოფაცხოვრებო ნივთებით მოძველებულის და დაზიანებულის ჩანაცვლება მოხდება, ნაწილი კი, რეზერვში დარჩება.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია ყოველდღიურად ზრუნავს ბინადართა ჯანმრთელობასა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე. „სამგორის რაიონის ტერიტორიაზე უკვე შენდება და ზაფხულისთვის დასრულდება 240 ადგილიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თავშესაფრის მშენებლობა, სადაც პირობები გაცილებით უკეთესი იქნება. გარდა დროებით თავშესაფარში მყოფი ბენეფიციარებისა, საჭიროების შემთხვევაში, ახალი თავშესაფარი სხვა ბენეფიციარებსაც მიიღებს“ - განაცხადა თბილისის მერმა.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თავშესაფარში სამედიცინო მოთხოვნების სრული დაცვით ტარდება სადერატიზაციო და სადეზინფექციო სამუშაოები. „ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან დღეში ორჯერადი კვებით, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურებით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებით და გათბობით. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საშხაპე მუდმივი ცხელი წყლით. ტერიტორიაზე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია და გაკეთდა კაპიტალური ღობე“ - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

დღეისათვის მოსკოვის გამზირზე მდებარე მიუსაფართა დროებით თავშესაფარში 170 ბინადარია, მათგან 59 ქალია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42