მიუხედავად ამისა იპმერიას არასდროს არ შეუწყვიტავს შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და რაც მთავარია ქართულ ენაზე, რაც ნათლად გამოიხატა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში, როდესაც მის მიერ მართული მარიონეტული დაჯგუფებები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უტევდნენ სახელმწიფო ენას და ქართულ სახელმწიფოებრიობას. სამწუხაროდ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში გაცილებით უარესი მდგომარეობაა, მტერს სურს ქართული ენის სრულად აღმოფხვრა აფხაზეთის გალის მოსახლეობაში, რათა ისინი დააშორონ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა“ უერთდება „აფხაზთა კრების“ ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ აქციას „დაიცავი დედა ენა“, რომელიც გაიმართება 14 აპრილს, 16:00 საათზე , თბილისში დედა ენის ბაღში.
ამავედროულად შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო და სოხუმის მარიონეტულ რეჟიმს წნეხის ქვეშ სურს აიძულოს გალის მოსახლეობა, უარი თქვას საქართველოს მოქალაქეობაზე და მიიღონე .წ. აფხაზეთის მოქალაქეობა. ამ მიზნით გალის რაიონში ჩატარებულ გამოკითხვა თავზარდამცემი აღმოჩნდა ოკუპანტისათვის. გამოკითხულთა 96 %-ზე მეტმა ღიად განაცხადა, რომ არია ნსაქართველოს მოქალაქეები. აქვე შეგახსენებთ, რომ ასევე საოკუპაციო და მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებით გალში პირველი სექტემბრიდან ქართულ მოსახლეობას აეკრძალება მშობლიურ ენაზე განათლების მიღება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგას მიაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ გამოხატოს საკუთარი სოლიდარობა და მხარდაჭერა გალის მოსახლეობის მიმართ, რაშიც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდობას.
მოვუწოდებთ ყველა ჩვენ მეგობარს და ყველა ახალგაზრდას, რომელსაც გული შესტკივა გალის მოსახლეობის მდგომარეობაზე შემოუერთდეს 14 აპრილის აქციას, ერთად დავგმოთ საოკუპაციო რეჟიმის იმპერიალისტური პოლიტიკა და დავიცვათ დედა ენა!
გალი თანამედროვე რუსული გულაგი!!!
მასალის გამოყენების პირობები






