„ახალგაზრდა გოგო მორბოდა ტირილით“ ...
საზოგადოება - 17:44, 09 Apr, 2015     6329
„იმ დილის, იმ 9 აპრილის დილის ჩემი პირველი კადრები მაქვს“ - ჰყვება პოეტი ნინო სადღობელაშვილი და სოციალურ ქსელში თავის მოგონებას კადრებად ალაგებს.


„ახალგაზრდა გოგო მორბოდა ტირილით, სად იყო მაშინ პირდაპირი ეთერები, არც მობილური და მით უფრო ინტერნეტი, გარეუბანში მგონი სულაც იმ გოგომ მოიტანა პირველმა იმღამის ამბავი...
ყველა სათითაოდ აჩერებდა და ისაც ყვებოდა და ყვებოდა გაუთავებლად, სლუკუნით და, ბოლოს მამაჩემმა გააჩერა და რაც მოყვა, სულ ეგრე ცეცხლის შხეფებივით ისროდა სიტყვებს და ყველა სიტყვა მომხვდა: ალესილი ნიჩბები, მოწამლული გაზი, უსისხლ–ხორცო რუსი ჯარისკაცები...
კარგად არც მესმოდა ეს რა იყო და რას ნიშნავდა, მაგრამ მივხვდი რომ იმ დილით რაღაცდიდი დამთავრდა და არაფერი ისე აღარ იქნებოდა როგორც მანამდე, და ის კი, რაც იმ დილიდან იწყებოდა, სუსხის შეგრძნება იყო, მაცოცხლებელის და მტკივნეულის, და მერე მერე, როცა გვარიანადაც გავიზარდე და შევხედე იმდილის 9 აპრილს სულ სხვა თვალებით, როცა სამშობლოსთვის დაღვრილ სისხლსა და მსხვერპლში კიდევ სხვა მსხვერპლიც დავინახე _ უგუნურობის, სიკერპის, განუკითხაობის სისხლიანი შედეგი...
მერე უფრო შემიყვარდა ის წმინდა გულები, ვინც თავისი სიცოცხლით უანგაროდ შეეყუდა დროის ჯებირებს და ვისი სისხლის ფასადაც გადაირეცხა ეს ჯებირები...

ისინი იმაზე მაღლა დგანან თავიანთი სიკვდილით, ვიდრე ნებისმიერი საბრძოლო შეძახილი ვიდრე თავგანწირული ომის ყიჟინა, ვიდრე ჩაუმცხრალი კოცონი სამშობლოს თავისუფლების სახელით"...




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42