„შავფაროსნები“ და ”ჩვენებურები” რომის ფესტივალზე - Natale di Roma ქართულ კულტურას წარადგენენ
კულტურა - 14:37, 09 Apr, 2015     2037

21 აპრილს, რომში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მასშტაბურ ფესტივალზე Natale di Roma ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“ და ანსამბლი ჩვენებურები ქართულ კულტურას წარადგენენ.

რომის დაარსებისადმი მიძღვნილ ფესტივალში შავფაროსნები უკვე მეოთხედ იღებენ მონაწილეობას. წინა წლებში მათი ეფექტური და შთამბეჭდავები გამოსვლების გამო, ფესტივალის ორგანიზტორების გადაწყვეტილებით, საქარველო Natale di Roma-ს მუდმივი მონაწილეების სიაში მოხვდა. ფესტივალს ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ათასი მაყურებელი ყავს.

ფესტივალის ფარგლებში პიაცა ვენეციას და კოლიზეუმის გავლით რომის ისტორიული ქუჩები იკეტება და კოსტიუმირებული აღლუმი იმართება. აღლუმზე ევროპის 30-მდე ქვეყანა თავის ისტორიას წარადგენს. ჩირკო მასიმოს მოედანზე, სადაც Natale di Roma-ს მთავარი ღონისძიებები იმართება, შავფაროსნების შოუ პროგრამის დაწყებამდე, ფესტივალის წამყვანები მაყურებელს საქართველოს შესახებ მოკლე ინფორმაციას წარადგენე.

გასულ წელს საქართველოს ისტორიის წარდგენას ფესტივალის ორგანიზატორებმა 2-3 წუთი დაუთმეს, რადგან როგორც მოგვიანებით თავადვე აღნიშნავდნენ, ფესტივალის მონაწილეებს შორის ყველაზე ეფექტური და შთამბეჭდავი, ასევე ყველაზე ექსტრემალური ნომერი შავფაროსნებს ჰქონდათ. შესაბამისად მაყურებლის ინტერესი საქართველოსმიმართ ძალიან დიდი იყო. 2014 წელს შავფაროსნები Natale di Roma-ს ერთადერთი მონაწილეები იყვნენ, რომლის წარმოდგენაც ერთ-ერთმა წამყვანმა იტალიურმა არხმა პირდაპირ ეთერში სრულად აჩვენა.

„შავფაროსნები“ და ანმსაბლი ჩვნებეურები Natale di Roma–ზე ქართული კულტურის რამდენიმე მიმართულებას წარადგენენ; ფესტივალის მაყურებელს ისინი ქართულ საბრძოლო ხელოვნებასთან ერთად, საქართველოს საბრძოლო ისტორიას, ქართულ ისტორიულ იარაღს, ქართულ სამოსსა და „ანსამბლ“ „ჩვენებურებთან“ ერთად შესრულებულ ქართულ სიმღერას და ცეკვას გააცნობენ. ფესტივალზე მებრძოლი ქართველი ქალის სახეც იქნება წარმოდგენილი, რადგანაც რომაელი ისტორიკოსების ცნობით, საქართველოში ლაშქრობისას პომპეუსს მამაკაცებთან ერთად ქართველი ქალებიც ებრძოდნენ. გასულ წელს ქართველი გოგონების ბრძოლას რომში მაყურებლის დიდი მოწონება და რეზონანსი მოყვა.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42