ექსკლუზივი: "მსგავსი ჭორების გავრცელება "ნაციონალების" ხელწერაა"- რას ამბობს ჟუჟუნა ვაზაგაშვილი
საზოგადოება - 13:54, 09 Apr, 2015     3380
გია სოსანაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ იური ვაზაგაშვილს მადინა მელაძესთან ინტიმური კავშირი ქონდა და შესაძლოა ეჭვიანობის გამო იქნა მოკლული, იური ვაზაგაშვილის და ჟუჟუნა ვაზაგაშვილი გამოეხმაურა.

როგორც ჟუჟუნა ვაზაგაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებს, მსგავსი ჭორების გავრცელება "ნაციონალების" ხელწერაა. ჟუჟუნა ვაზაგაშვილის თქმით „ნაციონალებმა“ მის ძმას ჯერ ნარკოტიკების რეალიზატორობა დააბრალეს, ახლა კი მსგავსი ჭორი მოუგონეს.

სოსანაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, იური ვაზაგაშვილისა და მადინა მელაძის ინტიმური ურთიერთობის შესახებ, "ნიუპოსტთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში თავად მადინა მელაძემაც უარყო.

შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გია სოსანაშვილის ადვოკატის სოსო ჯოგლიძის განცხადებით, შესაძლოა მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

„შესაძლებელია ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტი ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარიყო. როგორც გია სოსანაშვილმა მითხრა, გარდაცვლილი ვაზაგაშვილი დადიოდა მელაძეების რძალთან, ვის გასვენებაშიც აპირებდა წასვლას, იმ მელაძეებს ვგულისხმობ. ამ ქალს მადინა ჰქვია, ამის შესახებ მთელმა სოფელმა იცოდა. შემდეგ ოჯახებს ამის გამო კონფლიქტიც მოსვლიათ და იური ვაზაგაშვილს ქალბატონის ქმრისთვის „ნივა“ უჩუქებია, რომ გაჩუმებულიყო. არ არის გამორიცხული ამ ხალხმა მოაწყო ეს ყველაფერი, რადგან თავზე ლაფდასხმული დადიოდა ეს კაცი. ამ კაცის ძმები სხვა სოფლებში არიან გადასულები, ამ ამბის გამო იქ არ ჩერდებიან. ამ ყველაფერს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ახსნა-განმარტებაში ჰყვება“, - განაცხადა სოსო ჯოგლიძემ.

იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად 20 იანვარს გარდაიცვალა. საქმეზე დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი გია სოსანაშვილი. ფაქტზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42