GWP-ი სოფელ დიღომში, გზის საფარის მოსაწესრიგებლად სამუშაოებს ახორციელებს
საზოგადოება - 12:00, 09 Apr, 2015     705

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ დიღომში გზებს აწესრიგებს.
ამჟამად, გზების მოხრეშვა-მოასფალტების სამუშაოები ტარდება. გზის საფარს კომპანია ყველა იმ ქუჩაზე აწესრიგებს, სადაც სოფელი დიღმის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის ქსელები გაიყვანა, მათ შორის ათონელის, ბარათაშვილის, რუსთაველის, სარაჯიშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, თოფჩიშვილის ქუჩებსა და ჩიხებში. სოფელი დიღმის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად კომპანიამ ორი სატუმბო სადგური ააშენა და 23 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები მოაწყო. სოფელ დიღომში, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები, დღეს, კომპანიის ტექნიკური ოპერაციების მართვის დირექტორმა - მამუკა კიკალიშვილმა დაათვალიერა.

როგორც მამუკა კიკალიშვილმა განაცხადა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება თბილისის ახალი ადმინისტრაციული საზღვრების 24-საათიან წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სოფელ დიღომს წყალი უკვე 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება, ამჟამად კი, კომპანია სოფლის გზებს აწესრიგებს და პირვანდელ მდგომარეობაში მოჰყავს.

ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სოფელ დიღომში, ისევე როგორც თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ სხვა სოფლებსა და დასახლებებში, წყალმომარაგების ინდივიდუალური და სრულყოფილი სისტემის მშენებლობა 2014 წლის ბოლოს დაასრულა. დედაქალაქის მთავრობასთან კოორდინირებული თანამშრომლობით, სოფელი დიღმის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად, კომპანიამ 2 ახალი სატუმბო სადგური ააშენა, 23 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები გაიყვანა, დაამონტაჟა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და მოაწყო წყალსადენის საკვანძო ჭები, ასევე საექსპლუატაციოდ მოამზადა სასმელი წყლის არსებული რეზერვუარი. 2015 წლიდან, ახლადაშენებული სისტემის თბილისის წყალმომარაგების ერთიან სისტემასთან მიერთების შემდეგ, კომპანიის ყველა აბონენტს, რომელიც სოფელ დიღომში ცხოვრობს, სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42