მონიტორინგის ცენტრის ”მედიატორის” ინფორმაციით, თბილისის შუქნიშნების მართვაზე პასუხისმგებელი კომპანია ”სემექსის” თანამშრომლები გაიფიცნენ. ამის მიზეზად გაუცემელი ხელფასები სახელდება.
„წლებია თბილისის შუქნიშნების მართვის ცენტრი განლაგებულია 112-ის შენობაში, საიდანაც ხდება დედაქალაქის შუქნიშნების მართვა. ნებისმიერი საცობის ან რაიმე სხვა პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ შეიქმნა ტექნიკური პრობლემა საქმეში ერთვებიან ოპერატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ შუქნიშნის გამართულ მუშაობას. შუქნიშნების მართვის ტენდერი მოგებული აქვს კომპანია „სემექს“. იმის გამო რომ დედაქალაქის მერიამ ვერ შეძლო ტენდერით გათვალისწინებული ფინანსებით უზრუნველყოფა და ამ დრომდე კომპანიას არ ჩარიცხვია თანხა, კომპანიამ ვერ შეძლო თანამშრომლებისთვის მიეცა კუთვნილი ანაზღაურება. „სემექსის“ თანამშრომლებმა მიატოვეს მუშაობა, რაც ნიშნავს იმას რომ ამ წუთისთვის აბსოლუტურად უპატრონოდ არის დარჩენილი დედაქალაქის შუქნიშნების მართვა. ნებისმიერი წარმოქმნილი, თუნდაც ტექნიკური პრობლემისას სისტემა იქნება აბსოლუტურად გაუმართავი, რაც გამოიწვევს მოძრაობის შეფერხებას. თბილისის ქუჩები გადატვირთულია და მოძრაობა ქაოსურია, მით უმეტეს რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოძრაობა დაიტვირთება: ვაკე-საბურთალოს მიმართულებით, პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიმართულებით, გლდანის სასაფლაოს მიმართულებით, კუკიის მიმართულებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მიმართულებით და.ა.შ. რაც კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის დედაქალაქის მაცხოვრებლებს“, - აცხადებენ კომპანიაში.
ორგანოზაციის წარმომადგენლები თბილისის მერს სიტუაციაში გარკვევისკენ და პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებენ.
მასალის გამოყენების პირობები






