თბილისის მერის თქმით, ხანგრძლივდება მშენებლობის ნებართვის ვადა, რათა დეველოპერებმა ობიექტები დაასრულონ. აღნიშნული გადაწყვეტილება 100-მდე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას შეეხება.
დავით ნარმანიამ დღესვე ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, „აზიის განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით მზადდება თბილისის სატრანსპორტო სისტემის რეაბილიტაციის გეგმა. „მიმდინარეობს სატრანსპორტო სისტემის რეაბილიტაცია. რემონტდება და იცვლება როგორც ინფრასტრუქტურული სიმძლავრეები, ასევე მოძრავი შემადგენლობის კომპონენტები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა საკრებულოს დეპუტატებს საცობების განტვირთვის მიმართულებით თბილისის მერიის სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ ქალაქის უბნებში მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობა საცობებს შეამცირებს.
მასალის გამოყენების პირობები






