ნარმანიამ საკრებულოში ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა
საზოგადოება - 17:09, 08 Apr, 2015     1124

დავით ნარმანიამ საკრებულოში მერიის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას დეპუტატებს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით თბილისის მერიის განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაცია გააცნო.

თბილისის მერის თქმით, დაიწყო უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 30 წლამდე ასაკის პაციენტებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია უტარდებათ და შემდგომი რეაბილიტაცია უფინანსდებათ. პროექტის ბიუჯეტი 4 მლნ ლარს შეადგენს.

დავით ნარმანიას განცხადებით, დიდ ლილოში დაიწყო მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა, რომელიც 240 ბენეფიციარზეა გათვლილი და პროექტის ღირებულება 1 700 000 ლარია. ამასთან, თბილისის მერის თქმით, მოქალაქეთა სოციალური დახმარების პრიორიტეტს დაემატა 5 ახალი პროგრამა, ხოლო არსებული პროგრამების დაფინანსება გაორმაგდა.

გარდა ამისა, დავით ნარმანიამ ისაუბრა სასწრაფო-სამედიცინო დახარების სისტემის ოპტიმიზაციასთან დაკავშრებით. მისი თქმით, გამოძახებიდან ადგილზე მისვლამდე დრო შემცირდა, მიმდინარეობს პერსონალის გადამზადება. ასევე, ცენტრს გადაეცა 13 ახალი რეანომობილი. გაიხსნა ფონიჭალის ახალი ქვეფილიალი.

თბილისის მერის განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში ჯანდაცვის პროგრამები ყოველგვარი ანალიზისა და დაგეგმვის გარეშე ხორციელდებოდა. „ყოფილ ხელმძღვანელობას არ აინტერესებდა თბილისელების ჯანმრთელობის დაცვის რეალური საჭიროებები. ერთი საქალაქო სამსახურის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა სრულიად არაერთგვაროვანი საკითხები: ახალგაზრდობა, კულტურა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა და სპორტი. ადგილი ჰქონდა ფუნქციების დუბლირებას სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან. სოციალური დაცვისა და კულტურის საქალაქო სამსახურში ირიცხებოდნენ უფუნქციო სტრუქტურული ერთეულები და შესაბამისი თანამშრომლები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ანგარიშის წარდგენისას თბილისის მერმა განაცხადა, რომ დედაქალაქის ახალმა მთავრობამ მიდგომები შეცვალა, დაინერგა დეტალური ანალიზისა და პროგრამირების მეთოდოლოგია და მერიის მიერ მხარდაჭერილი ჯანდაცვითი ღონისძიებები ზუსტად პასუხობს თბილისელების მოთხოვნებს.

დავით ნარმანიას თქმით, ამოქმედდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი პროგრამები, რომელიც გულისხმობს 30 წლამდე პაციენტების ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას, სოციალურად დაუცველ ოჯახებში ახალშობილებისთვის ერთჯერად 500-ლარიან დახმარებას, „C ჰეპატიტისა“ და ლეიკემიის მკურნალობის დაფინანსებას, შშმ პირთა მატერიალურ დახმარებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. „ონკოპრევენციის პროგრამის ფარგლებში განისაზღვრა ,,ეროვნული სკრინინგ ცენტრის” პირდაპირ, სუბსიდირების გზით დაფინანსება; ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეიცვალა ბენეფიციართა ჩართვის მექანიზმი. გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის პროგრამის ფარგლებში დაემატა მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესისა და უნარ-ჩვევების დამკვიდრების ხელშეწყობის კომპონენტი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, გაიზარდა და გაუმჯობესდა სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამები. დავით ნარმანიას განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაორმაგდა მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეტი შვილის დაბადებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება. გარდა ამისა, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე გაორმაგდა ყოველთვიური დახმარება; „ომის ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გახდა 700 ლარი; 13 000-ზე მეტი ოჯახი გათავისუფლდა ელექტორენერგიაზე „მიბმული“ დასუფთავების გადასახადის წლობით დაგროვებული დავალიანებისგან. 1 მლ ლარზე მეტი უკვე ჩამოვაწერეთ მოსახლეობას. რაც შეეხება სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს, თბილისის მერის თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით შემუშავდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების ერთიანი საინფორმაციო ელექტრონული სისტემა; ამოქმედდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების შესახებ ყოველთვიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების სისტემა; შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით მუშავდება „C ჰეპატიტით“ დაავადებულ პირთა დაფინანსების პროგრამა, ახლახანს დამტკიცდა აუტიზმით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ერთიანი საინფორმაციო ელექტრონული სისტემა ინერგება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში და დედაქალაქის რაიონულ გამგეობებში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, 2016 წლის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები და მათი ბიუჯეტი შემუშავდება მოსახლეობის კვლევის საფუძველზე მიღებული საჭიროებების შესაბამისად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42