თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს ირანის ელჩი ესტუმრა
საზოგადოება - 14:44, 08 Apr, 2015     582
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი აბას თალები ფარი, ელჩის პირველი მოადგილე და კულტურული ატაშე ესტუმრნენ. უნივერსიტეტის რექტორტან, სოლომონ პავლიაშვილთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ირანის წამყვან უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთაამსრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე ისაუბრეს. მემორანდუმი ერთობლივ კვლევებს, აკადემიური პერსონალის გაცვლასა და ირანის ისლამური სახელმწიფოს აბიტურიენტებში თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე ბატონმა ელჩმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების სისტემა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია და მისასალმებელია ის დადებითი ტენდენცია, რაც ქართული უმაღლეს სასწავლებლებში ხდება, მაგრამ აუცილებელია მისი უფრო მეტი პოპულარიზაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სოლომონ პავლიაშვილმა ელჩს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროგრამების, ინფრასტრუქტურის, აკადემიური პერსონალისა და სამომავლო ამოცანების შესახებ.

„თბილისი სასწავლო უნივერსიტეტი სექტემბრიდან საბაკალავრო პროგრამებზე შესაბამისი რეგულაციების გავლის შემდეგ, მზად იქნება, მიიღოს აბიტურიენტები ირანიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმოწერა მაქვს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან, ბატონ იოსებ ჩახვაშვილთან,“ - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

ირანის ელჩმა დაათვალიარა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ასევე, მშენებარე კორპუსი. ირანელმა დიპლომატმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას სრული მხარდაჭერა აღუთქვა ირანის ისლამურის სახელმწიფოს მეცნიერების, კვლევის და ტექნოლოგიის სამინისტროსთან ურთიერთობაში, რათა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი იმ სიაში მოხვდეს, რომელის დიპოლომსაც აღნიშნული სამინისტრო აღიარებს. ცნობისთვის: ირანის შესაბამისი სამინისტრო მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელმწოფო უნივერსიტეტის, სტუ-ს, ილიას, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტების, კონსერვატორიისა და სამხატროა აკადემიის დიპლომებს აღიარებს.

მალე თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, სოლომონ პავლიაშვილი,

ელჩის მიწვევით, ირანს ეწვევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42