სააღდგომოდ შესაძლოა ყვითელი ავტობუსის და მეტროს თანამშრომლები გაიფიცონ
საზოგადოება - 14:19, 08 Apr, 2015     4082

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლები შესაძლოა სააღდგომოდ გაიფიცონ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული ყვითელი ავტობუსის მძღოლები, მეტროს თანამშრომლები და ტრანსპორტის პროფკავშირის წარმომადგენლები საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ეზოში შეიკრიბნენ და პრემიებთან დაკავშირებით დედაქალაქის ხელმძღვანელობის პოლიტიკა გააპროტესტეს. მათი თქმით სატრანსპორტო კომპანიებში დასაქმებულ პირებს სააღდგომო პერიოდში საგანგებო რეჟიმში უწევთ მუშაობა, თუმცა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისგან განსხვავებით მათი პრემიის რაოდენობა გაცილებით მცირეა.

მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ განცხადება თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელმა გიორგი ხიტალიშვილი გააკეთა.
„თუ დღის ბოლომდე დავა მოლაპარაკებებით არ გადაწყდება, სატრანსპორტო კომპანიებში დასაქმებული პირები კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას მიმართავენ, რომელთა შორის უკიდურესი ფორმა შეიძლება, გაფიცვა იყოს“, - განაცხადა ხიტალიშვილმა.

ტრანსპორტისა და გზების პროფესიული კავშირის თავმჯდომარის ლავრენტი ალანიას თქმით, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს სააღდგომო პრემიის სახით ხელფასის 80%-ის ოდენობით თანხა დაერიცხათ, სატრანსპორტო კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებს კი მხოლოდ 100 ლარი.

„ეს დაცინვაა და თუ მერია თვის ბოლომდე სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულ პირებს პრემიას არ გაუზრდის, შედეგებზე პასუხისმგებლობა მერიას ეკისრება, სატრანსპორტო კომპანიებში დასაქმებულებს მონური შრომა უწევთ; ავტობუსებში წყალი ჩადის; მე-13 ხელფასს ბრძოლით მივაღწიეთ; მხოლოდ სამ კომპანის დაერიცხა ხელფასის 80%-ის ოდენობის პრემია, რაც უსამართლობაა. პრემია ყველა კომპანიას თანაბრად უნდა ჰქონდეს“.- აღნიშნა ალანიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42