"RMG ჯგუფი" თანამშრომლებს გაუმჯობესებულ სადაზღვეო პირობებს სთავაზობს
საზოგადოება - 13:04, 08 Apr, 2015     1259

"RMG ჯგუფის" თანამშრომლებისთვის შემუშავებული გაუმჯობესებული სადაზღვევო პროექტი, საწარმოს ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო ცენტრების განახლებასა და ახლის მშენებლობასაც მოიცავს.

დაზღვევის განახლებული პირობების თანახმად სადაზღვეო კომპანია "იმედი L", "RMG ჯგუფის" თანამშრომლებისთვის ოჯახის ექიმის მომსახურებას სამუშაო ადგილზევე უზრუნველყოფს, სადაც პაციენტების ყოველდღიური მიღება და დანიშნულებების გაცემა მოხდება. საჭიროების შემთხვევაში ექიმები, "RMG ჯგუფის" თანამშრომლებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასაც აღმოუჩენენ. სიახლეებზე დეტალური ინფორმაცია საწარმოში დასაქმებულებს, კომპანიის ხელმძღვანელობამ და ასევე მზღვეველი კომპანიის, "იმედი L"–ის წარმომადგენელმა გააცნეს.

"რადგანაც კომპანიაში საწარმოო პროცესი 24 საათის რეჟიმში მიმდინარეობს, სადაზღვევო კომპანიის ერთი ექიმი საწარმოს ტერიტორიაზე მუდმივად იქნება წარმოდგენილი. ექიმებს ჩვენი თანამშრომლებისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ეხმარებიან ჩვენი კომპანიის მედდები, რომლებიც ასევე 24 საათის განმავლობაში არიან წარმოდგენილი საწარმოს ტერიტორიაზე განლაგებულ სამედიცინო პუნქტებში. კომპანიაში არსებული სამედიცინო პუნქტების როგორც იერსახე, ასევე ავეჯი და ინვენტარი უკვე მოძველებული იყო და აღარ შეესატყვისებოდა ელემენტარულ სამედიცინო ნორმებს. ამიტომ პროექტი სამედიცინო პუნქტების საერთო მდგომარეობისა და იქ არსებული პირობების გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს", – განაცხადა "RMG ჯგუფის" ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა მიხეილ კვარაცხელიამ.

მისივე ინფორმაციით ორივე კომპანიის ტერიტორიაზე, 4 სამედიცინო პუნქტის განლაგებაა დაგეგმილი. აქედან ერთი უკვე განახლებულია.

"ზოგი მათგანი განახლდება, ზოგი კი თავიდან აშენდება. იგეგმება 2 სამედიცინო პუნქტის მშენებლობა, რომელთაგან ერთი განთავსდება "არემჯი კოპერის" კარიერზე, ხოლო მეორე - საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე, სადაც მოხდება დამატებითი მედ-პერსონალის დასაქმება. სამედიცინო პუნქტებში განთავსდება ახალი სამედიცინო ინვენტარი, ავეჯი და ტექნიკა, სადაზღვევო კომპანია ასევე უზრუნველყოფს სამედიცინო ცენტრებს საჭირო მედიკამენტებითა და აღჭურვილობით", – აღნიშნა კვარაცხელიამ.

თავის მხრივ "იმედი L"–ის გაყიდვების დეპარტამენტის დირქტორმა დიმიტრი დათუსანმა აღნიშნა, რომ სადაზღვეო კომპანია "RMG ჯგუფთან" მრავალწლიან თანამშრომლობაზეა განწყობილი, მზადაა დაზღვევის კუთხით არაერთ პროექტში მიიღოს თანამონაწილეობა, რომელიც კიდევ უფრო მშვიდს, ლაღს და ბედნიერს გახდის RMG-ის დასაქმებულთა ცხოვრებას.

"ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტულია ვითანამშრომლოთ ისეთ სტაბილურ, მასშტაბურ, მზრუნველ კომპანიასთან როგორიცაა "RMG ჯგუფი". ჩვენი თანამშრომლობა არაერთ წელს მოიცავს. მათი დამოკიდებულება თანამშრომლების ყოველდღიურობასთან ყოველთვის მისაბაძი იყო ჩვენი ჯგუფისთვის. დღესაც ამ მიმართულებით დამუშავდა ახალი სადაზღვევო პროგრამა, რომელიც გაცილებით სრულყოფილი და მრავლისმომცველია", – განაცხადა დათუსანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42