ფარული მიყურადების კანონს არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ კამპანიაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სარჩელი უკვე მზად აქვთ და ისინი ორ გასაღებიანი სისტემის გაუქმებას ითხოვენ.
„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის - ეკა გიგაურის განცხადებით, ის მუხლი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ კდევ აძლევს საშუალებას პირდაპირი წვდომა ჰქონდეს სატელეფონო საუბრებზე - არის ადამიანის უფლებების დარღვევა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე - ანა ნაცვლიშვილი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გასულ წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, არ არის კონსტიტუციური და არ შეესაბამება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სტანდარტებს, რომელსაც ასევე კონსტიტუცია ადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






