„ვცდილობ ბევრი არ ვინერვიულო, მაგრამ რაღაცა ნერვიულობა სოფოსგან მაინც გადმომედო “- ამბობს X ფაქტორის წინა სეზონის გამარჯვებული მენტორი თამთა გოდუაძე. როგორც მასთან საუბრისას ირკვევა მომღერალი ემოციურად ბევრად უფრო იღლება ვიდრე ფიზიკურად.
თამთა გოდუაძე: „შარშანდელი სეზონიდან გამომდინარე ყველაზე ცუდი ტური კატეგორიების გადანაწილების შემდეგ კონკურსანტების შერჩევაა. რაღაცნაირად მგონია, რომ უხეში ვხდები მონაწილეების მიმართ რაც ძალიან არ მიყვარს. კასტინგები სხვაა, შეიძლება ვიღაცას არა უთხრა იმიტომ რომ არ მოგეწონოს, აქ კი ყველა ძალიან კარგია. ამიტომ ძალიან მიჭირს ბავშვების გაშვება სახლში. აქედან გამომდინარე ემოცია უფრო მღლის... ისე კი დაღლილობა ამ ფრენასა და ღამეების თენებაში მეხერხება, მიჩვეული ვარ. ეს ალბათ იმიტომ რომ მსიამოვნებს და მიყვარს ჩემი საქმე“.
მასალის გამოყენების პირობები






