"ტელევიზორით მაფრთხილებენ თავს გაუფრთხილდიო.. საქართველოში არ არის ადამიანი დაცული"- ხაზარაძე
საზოგადოება - 23:28, 07 Apr, 2015     2367
ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა „არჩევანში“ მის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კამპანიაში უშიშროების ყოფილი გენერლები, ოფიცრები, დანაშაულში მხილებული ადოკატები და კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები არიან ჩართულები. ხაზარაძის თქმით საქართველოში ადამიანები დაცულნი არ არიან:

"ჩვენ ამ გაზეთს „ასავალ-დასავალს“ მოვუგეთ სასამართლო, ყველა იმ ბრალდების უკუგებით და გაბათილებით, სამწუხაროა ის ფაქტი რომ საქართველოში არ არის ადამიანი დაცული და ჩვენ ნამდვილად ვერ ვგრძნობთ თავს დაცულად. აქ არ იგულისხმება მარტო კრიმინალლური სიტუაცია, რომელიც უკვე წამოვიდა ქვეყანაში, არამედ თვითონ ის ფონი,რომელიც უკვე შეიქმნა ქვეყანაში და ის რომ მათ შეუძლიათ უკვე კალმით და სიტყვით გაილაშქრონ და პასუხი არ მოეთხოვოთ, ეს დაუცველობაა. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. იმიტომ რომ ადამიანის ღირსება არის ის უპირველესი, რაც უნდა იყოს დაცული კანონმდებლობით”- განაცხადა ხაზარაძემ და „არჩევანის“სტუდიაში მყოფ დეპუტატებს კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდა.

„არ შეიძლება ერთი წელი სასამართლოში ამტკიცო ის რაც არ გაგიკეთებია, შემდეგ მოიგო სასამართლო და იმ სუბიექტმა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ცილს გწამებდა და რომელმაც წააგო, გააგრძელოს კვლავ აღვირახსნილი კამპანია“- აღნიშნა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით ეჭვმიტანილ აბულაძეს ექმნება ისეთი ისტორია თითქოს, მისი კრიმინალურ სამყაროსთან დაბრუნება მოხდა ზეწოლების ხარჯზე. ხაზარაძის განცხადებით ის „ბორჯომის“ ბიზნესიდან გამოსულია და მას არანაირი ინტერესი არ ქონია ამ კომპანიასთან.

ხაზარაძე ელისო კილაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ხაზარაძეს შესაძლოა აბულაძის მხრიდან საფრთხე ემუქრებოდეს და ბიზნესმენს დამატებიტი უსაფრთხოების ზომების მიღება ურჩია

„ტელევიზორით რომ მაფრთხილებენ თავს გაუფრთხილდიო, ე.ი ვერ ვართ კარგად. ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე და არავითარი დამატებითი ზომების მიღებას არ ვაპირებ.“- განაცხადა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42