"ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გაკეთებული განცხადება არის კომპანიის წინააღმდეგ მიმართული მორიგი პროვოკაციაა და სიცრუის ტირაჟირება. კომპანია განმარტავს, რომ ყაჩაღიანის უბანზე უკვე რამდენიმე თვეა, რაც მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი სამთო-მოპოვებითი სამუშაოები ლიცენზიისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. აქვე განვმარტავთ, რომ ყაჩაღიანის ობიექტი უკვე დიდი ხანია, რაც აღებულია და ნებისმიერი აპელირება იმის შესახებ, რომ ობიექტზე თითქოსდა ხდება კულტურული ფასეულობების განადგურება, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა", - განაცხადა ფარესიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ,,ნაციონლური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა საყდრისის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. სერგო რატიანის განცხადებით RMG გოლდმა საყდრისის საბადოს დაუზიანებელი ნაწილიც ააფეთქა. რატიანის თქმით, მას წყარომ შეატყობინა ამ აფეთქების მზადების შესახებ, ის თავად ჩავიდა ადგილზე მდგომარეობის გასაცნობად, ვიდრე თავად ის ამ ფაქტის შესახებ საზოგადოებას მიაწვდიდა, მას აცნობეს რომ აფეთქება უკვე მოხდა.
საყდრისის საბადოს შეუსწავლელი ნაწილის აფეთქებას ადასტურებს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრის ანა მიქაუტაძე. როგორც მიქაუტაძე "ნიუპოსტთან" საუბარში აცხადებს საყდრისის საკითხზე საზოგადოების მათ შორის ვერც დეპუტატების კონსოლიდაცია ვერ მოხერხდა, რათა ისინი სიტუაციის გასაცნობად ადგილზე მისულიყვნენ, მისი თქმით მიზეზით გახდა ის, რომ სხვადასხვა შეხედულების მქონე დეპუტატებს საყდრისზე ერთად მისვლა არ სურდათ.
მასალის გამოყენების პირობები






