,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე–პრეზიდენტმა - გიორგი კაპანაძემ, დღეს ინტერნეტპროვაიდერების ბაზარზე არსებული სიტუაცია განიხილა.
მისი განცხადებით დღეისათვის საქართველოს ინტერნეტბაზარზე რამდენიმე ათეული კომპანია ოპერირებს, თუმცა ბაზრის 60%–ს კომპანიები ,,კავკასუს ონლაინი“ და ,,სილქნეტი“ ფლობენ და შესაბამისად, თამაშის წესებსაც ისინი ადგენენ. ამის გამო, ორგანიზაციამ, ძირთადი ყურადღება მხოლოდ ამ ორ კომოპანიაზეა გაამახვილა.
,,როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე ინტერნეტ ტარიფებზე ფასი კომპანია ,,კავკასუს ონლაინმა“ გაზარდა დაახლოებით 2–5 ლარით. შემდეგ უკვე ,,სილქნეტიც“ ასე მოიქცა, თუმცა მან ფასები 6–10 ლარით გაზარდა. ორივე შემთხევაში კომპანიებმა ფასების ზრდის მიზეზად მომხმარებელთა მოთხოვნა დაასახელეს ინტერნეტის სიჩქარის ზრდასთან დაკავშირებით, რასაც შესაბამისად ფასების ზრდაც მოჰყვა. თუმცა, ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, ამ შემთხვევაში აუცილებელი იყო მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინება, რათა მათ არჩევანის საშუალება მისცემოდათ – ან დარჩენილიყვნენ არსებულ ტარიფზე და ნაკლები სიჩქარის ინტერნეტით ესარგებლად, ან გაეზარდათ სიჩქარე და შესაბამისად ფასებიც.
ამ ყველაფრის შემდგომ, კავკასუს ონლაინმა კვლავ დააანონსა ფასების ზრდა და ამის მიზეზად საერთაშორისო ბაზარზე არსებული და საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა. თუმცა როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ჩანს 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, ,,კავკასუს ონლაინს“ შესყიდულ ინტერნეტზე ხარჯი 5 მილიონით შეუმცირდა, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ფასების ზრდა ყოვლად დაუსაბუთებლად მოხდა,“ – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
მან, ასევე წარმოადგინა კავკასუს ონლაინის მიერ შესყიდული ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები :
2013 წელი - ყიდვა ხარჯი
1096705 მბ 9 420 439 ლარი
2014 წელი - 915778 მბ 3 693 002 ლარი
მასალის გამოყენების პირობები






