თბილისის მერია მოსახლეობას უფასო სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდებს
საზოგადოება - 13:31, 07 Apr, 2015     1982
ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრში გამოკვლევები ჩაიტარეს და სხვა საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებს და თბილისელებს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უფასო გამოკვლევების ჩატარებისკენ მოუწოდეს.

აქციის ძირითადი გზავნილებია - ჩავიტაროთ უფასო გამოკვლევა დაავადების პრევენციის მიზნით, გამოვიკვლიოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვიყოთ დაცულები.

„პრევენცია ჯანმრთელობის საწინდარია და ეს არის ადრეულ სტადიაზე იმ დაავადებების გამოვლენის საშუალება, რომელმაც შემდგომში თავიდან უნდა აგვაცილოს მეტი გართულება“, - განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და მოსახლეობას საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ყურადღების გამოჩენისა და უფასო გამოკვლევების ჩატარებისკენ მოუწოდა.

ეროვნულ სკრინინგ ცენტრში „ონკოპრევენციის პროგრამას“ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტში 1 200 000 ლარია გამოყოფილი. პროგრამის მიზანია კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვის შემცირება.

პროგრამის ფარგლებში ტარდება ძუძუს კიბოს სკრინინგი - 40-დან 70 წლის (ჩათვლით) ასაკის ქალთა პოპულაციაში; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი- 25-დან 60 წლის (ჩათვლით) ასაკის ქალთა პოპულაციაში; პროსტატის კიბოს სკრინინგი-50-დან 70 წლის (ჩათვლით) ასაკის მამაკაცთა პოპულაციაში; კოლორექტული კიბოს სკრინინგი-50-70 წლის (ჩათვლით) ასაკის ჩათვლით ორივე სქესის წარმომადგენლებში. აღნიშნული გამოკვლევები უფასოა.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორის, პროფესორ რემა ღვამიჩავას განცხადებით, პროგრამის ფარგლებში თავიდან იქნა აცილებული კიბოს განვითარება.

„სკრინინგის აზრი არის ჯანმრთელი პოპულაციის გამოკვლევა და ამ ეტაპზე დასმული ნებისმიერი დიაგნოზი არის განკურნებადი ძალიან მარტივად. პროგრამის ფარგლებში ძალიან ბევრ ადამიანში თავიდან იქნა აცილებული კიბოს განვითარება. იმ სამწუხარო შემთხვევებში, როდესაც კიბო იქნა დიაგნოსტირებული, ეს იყო ადრეული სტადია, როცა კიბო ისეთივე განკურნებადია, როგორც სხვა დააავადება“, - განაცხადა რემა ღვაჩიმავამ.

2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის და მისი კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების მონაცემების მიხედვით, ძუძუს მამოგრაფია ჩაიტარა 8 074-მა მოქალაქემ; ექოსკოპია - 3 074-მა, ძუძუს ციტოლგია - 218-მა, საშვილოსნოს ყელის სკრინინგი - 7 169-მა, კოლპოსკოპიური კვლევა - 1 381-მა, საშვილოსნოს ყელის ბიოფსია - 117-მა, პროსტატის სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში - 2 769-მა, კოლორექტალური სკრინინგი ( სწრაფი ტესტი) – 521-მა, კოლონოსკოპია - 30-მა, მორფოლოგია - 10-მა, ამბულატორიული ქირურგია - 114-მა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42