ექსკლუზივი: 2500 დოლარად შეძენილი ნახატი და გამქრალი მყიდველი
საზოგადოება - 12:53, 07 Apr, 2015     13394
მშრალ ხიდთან, დედაენის ბაღში Tbilisi Flea Market-ზე ახალგაზრდა ხელოვანებმა კვლავ განაახლეს თავიანთი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გაყიდვა. ბაზრობას ილიაუნის ყოფილი დეკანი გიორგი თუმანიშვილიც თავისი ნამუშევრებით ეწვია. ხელოვანმა რამდენიმე ტილოს გაყიდვაც შეძლო და „ნიუპოსტს“ ერთი ნახატის საინტერესო ისტორიაც მოუთხრო.

გიორგი თუმანიშვილი: flea market-ს პირველად მივიღე მონაწილეობა. ორი ტილოც გავყიდეთ. ტილოს გაყიდვას სასიამოვნო და თან ძალიან უცნაური შეგრძნებები ახლავს თან. ერთის მხრივ გიხარია, რომ სხვა ადამიანს მოსწონს შენი შემოქმედება თან ისე, რომ ამაში ფულს იხდის და არც ისე იაფს, ხოლო მეორეს მხრივ, თითქოს შენ ნაწილს ყიდი... რთული ასახსნელია მოკლედ. მე ხატვის ტექნიკა არ მაქვს. არსად მისწავლია ფერწერა. ტილოებზე გადმომაქვს ჩემი ემოციური სამყარო, განცდები, შეგრძნებები, სურვილები. ვცდილობ ეს ყოველივე ფერში ავსახო.
-დღეს პირველად გაყიდეთ ნახატი?
-ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი ტილო გაიყიდა. პირველი შემთხვევა იყო დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ჩემ სამუშაო კაბინეტში კონსულტაციაზე მოვიდა ქალბატონი, მას ახლდა მეგობარი, რომელსაც მოეწონა ახლადდასრულებული ტილო მოლბერტზე, ზეთი ჯერ გამშრალიც კი არ იყო. იკითხა, - ამას ხომ არ ყიდითო? ვუთხარი, შეიძლება, რატომაც არა-მეთქი. ფასი მკითხა, არ ვიცი თქო, 2500 დოლარს გადაგიხდიო. თვალები გამიფართოვდა. ბუნებრივია დავთანხმდი...შევთანხმდით რომ ტილო, როდესაც გაშრებოდა წაიღებდა. თანხა იმავე დღეს დატოვა.ამის შემდეგ ის ქალბატონი არ მინახავს, არც საკონტაქტო ინფორმაცია მაქვს მის შესახებ, ხოლო ტილო, რომელიც მან იყიდა ისევ მე მაქვს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42