ექსპერტების განცხადებით დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად შევსებული დეკლარაციების მარალი რაოდენობა იმაზე მიუთითებს, რომ დღეს დასაქმებულთა დიდ ნაწილს არც ისე დიდი შემოსავალი აქვს. დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარაციის მიხედვით ჩანს, რომ დაქირავებულ დასაქმებულების ნახევარი 400 ლარს ან უფრო ნაკლებს იღებს თვეში. არსებობს უზარმაზარი დიფერენცია იმ კატეგორიის ადამიანებს შორის ვისაც აქვს 500 ლარამდე ხელფასი და იმათ შორის, ვისაც სავარაუდოდ აქვს 500 ლარზე გაცილებით მეტი. ხელფასებს შორის თანაფარდობა არის ძალიან დიდი, როდესაც მინისტრს, დეპუტატს აქვს ხლფასი რამდენიმე ათასი ლარი, ხოლო რიგით დასაქმებულს მიზერული, ეს მიუთითებს რომ საქმე საკანონმდებლო ფორმით შეფუთულ მონათმფლობელობასთან გვაქვს, ექსპერტების განცხადებით ქვეყანაში საშუალო ფენა არ არსებობს.
მომზადებულია გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები






