გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს, 17:00 საათიდან 8 აპრილის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
· ლუბლიანას ქუჩის ნაწილს, დიღომ-8-ს, ამერიკის საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, ჯორჯ ბალანჩინის, ფანასკერტელის, იყალთოს, ქარელისა და ლიხაურის ქუჩებს
· მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება ხვალ, 8 აპრილის დილის 08:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე -
http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.
მასალის გამოყენების პირობები






