მოკლული პოლიციელის ოჯახს კიევის ყოფილი მერი 25 000 ლარით დაეხმარება
საზოგადოება - 10:42, 07 Apr, 2015     12614

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, საქართველოში მცხოვრები კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი კრიმინალის მიერ მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს - 25 000 ლარით დაეხმარება.

,,ვფიქრობ, რომ ეს თანხა არ იქნება ზედმეტი იმ პოლიციელის ოჯახისათვის, რომელიც პატიოსნად ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას და იცავდა საქართველოს მოქალაქეებს დამნაშავეებისგან და კრიმინალებისგან. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას’’.

,,მე არაერთხელ განმიცხადებია ქართული და უკრაინული პრესისთვის, რომ ჩემი აზრით ქართველი პოლიციელები და თვითონ პოლიცია ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, სადაც მუშაობენ პროფესიონალები და სამშობლოს პატრიოტები, რომლებიც თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სიცოცხლეს სწირავენ.

მთელი ცხოვრების მანძილზე ბევრ ქვეყანაში მომიწია ყოფნამ და არსად არ ყოფილა საზოგადოებრივი უსაფრთხოება ასეთ მაღალ დონეზე როგორც ეს არის საქართველოში და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამიტომ ავირჩიე საცხოვრებლად საქართველო და აქ ავიშენე სახლი.

უკრაინაში ბოლო 20 წლის განმავლობაში სამწუხაროდ მიწევდა მრავალრიცხოვანი შეიარაღებული დაცვით სიარული და ეს ნამდვილად აუცილებელი იყო. საქართელოში არცერთი დაცვის წევრი არ მყავს და მოვიარე რა, საქართველოს სხვადსხვა კუთხე ამაში სრულიად დავრმწუნდი; აქ დაცვა არ მჭირდება და ეს ქართული პროფესიონალი და კოორდინირებული პოლიციის დამსახურებაა. ეს არის პოლიცია სადაც მუშაობენ ისეთი პატრიოტები, როგორიც იყობექა მარგიშვილი. ასეთი გმირებით გამოირჩევა მსოფლიოში ერთ– ერთი საუკეთესო პოლიცია, საქართველოს პოლიცია !"

ცნობისათვის: ლეონიდ ჩერნოვეცკი ორჯერ იქნა არჩეული კიევის მერად, ასევე გახლდათ სამი მოწვევის დეპუტატი უკრაინის უზენაეს საბჭოში და დღეისათვის ფორბსის სიაში ყველაზე მდიდარ უკრაინელთა შორის მე 12 ადგილს იკავებს. ჰყავს 3 შვილი და 8 შვილიშვილი. პირველი მეუღლე, რომლისგანაც მას 2 შვილი და 8 შვილიშვილი ყავს ქართველია. ლეონიდ ჩერნოვეცკი ბოლო 4 წლის მანძილზე საქართველოში ცხოვრობს.

საქართველოში ლეონიდ ჩერნოვეცკი აფინანსებს მსხვილ საქველმოქმედო პროექტს– ფონდ ,,სოციალურ პარტნიორობას“, რომელიც ყოველდღიურად ეხმარება ასეულობით უმწეო მოხუცებულს და სოციალურად დაუცველ ბავშვს, უკრაინაში კი ანალოგიური ფონდი ყოველდღიურად სადილით და ტანსაცმლით უზრუნვეყოფს 2000 – ზე მეტ უსახლკაროს და პენსიონერს.

მაიდანზე, რევოლუციის პერიოდში ლეონიდ ჩერნოვეცკი გახლდათ ერთადერთი ბიზნესმენი, რომელმაც გამოყო 1 000 000 აშშ დოლარი დაღუპული გმირების ოჯახების დასახმარებლად , რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქე იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42