თაღლითური ქსელი, რომლითაც საქართველოში გერმანიიდან სიცოცხლისთვის საშიში ავტომობილები ჩამოდის. ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩაატარა.
საქმე ეხება ასობით ავტომობილს, რომელიც ავარიის შემდეგ გერმანიაში ორ ნაწილად იჭრება და შემდეგ დაჭრილი სახით კონტეინერებით საქართველოში ჩამოდის, სადაც მისი ხელახლა შეკვრა და ახლის ფასად გაყიდვა ხდება. გერმანელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ასეთ ავტომობილებში ავარიის შემთხვევაში გადარჩენის შანსი ნულის ტოლია.
გერმანელმა ჟურნალისტებმა თაღლითურ ქსელსზე დაკვირვებისას ერთ-ერთ კონტეინერს ბათუმის პორტში მიაკვლიეს, საიდანაც ავტომობილები თბილისში ასაწყობად და რეალიზაციისთვის წაიღეს. საშუალოდ ასეთ ავტომობილის ფასი საქართველოში 7 ათას 400 დოლარია.
სიუჟეტში განმარტებულია, რომ გადაჭრილი მანქანების გადაზიდვით კონტეინერში სივრცე იზოგება და საბოლოოდ გადამზიდავები თითო კონტეინერში 20 ათას ევრომდე მოგებას ნახულობენ.
ანალოგიური გზებით გერმანიაში ყოველი მეორე უტილიზებული ავტომობილი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპასა და აფრიკაში გადის.
წყარო: http://rustavi2.com/
მასალის გამოყენების პირობები






