,,ნიუპოსტი“ ფსიქოთერაპევტს, ფსიქოლოგიის დოქტორს, პროფესორ თეა გოგოტიშვილს ესაუბრა.
,,კრიმინალიც არის ადამიანი და თუ მას სოციალური მუშაკი აძლევს რეკომენდაციას, რომ ამ ადამიანში მოხდა განწყობების ცვლილება და ეს ადამიანი ნაკლები ალბათობით არის კრიმინალის ჩამდენი, ეს ადამიანი იმსახურებს შანსის მიცემას.
მთელ მსოფლიოში არსებობენ შეწყალების და ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიები, რომლებიც კარგად სწავლობენ ამ საკითხებს. ცივილიზებულ ქვეყნებში საპატიმროებში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი ფსიქოლოგები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას, გაუწიონ თუ არა რეკომენდაცია პატიმარს, ხოლო ამ რეკომენდაციას ითვალისწინებენ კომისიები და ეს არის ცივილიზებური სამყაროსთვს მიღებული პრაქტიკა“ - აცხადებს გოგოტიშვილი.
რაც შეეხება საზოგადოების ფსიქოემოციური ფონის ცვლილებას, ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ რიგ საკითხებთან მიმართებაში არის „ფრუსტრაცია“ ანუ უკმაყოფილების ზრდა. ,,ეს ყველაფერი უკავშირდება ლარის ინფლაციას და ეკონომიკურ ფაქტორებს. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ ურტყამს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას. მე არ მაქვს წინაპირობა ვიფიქრო, რომ სამართალდამცავები იჩენენ უყურადღებობას ან გახდენ ნაკლებად კომპედენტურები, ვიდრე იყვნენ რამდენიმე წლის წინ.
პირდაპირ უნდა ვთქვა, მაშინ, როდესაც ქვეყანა მუდმივად იმყოფება ქრონიკულად გარდამავალ მდგომარეობაში, ვერ ხერხდება ეკონომიკური აღმშენებლობა და წინსვლა, რაც ადამიანის ფსიქიკაზე პირდაპირ ცუდ ზეგავლენას ახდენს. სოციალურ-ეკონომიკურ რეალობაში მძიმე ფონი პირდაპირ აისახება ადამიანის აგრესიის ზრდაზე და კლებაზე. ცალსახად ვეთანხმები, რომ იქ სადაც ზრუნავენ ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ჩართულები უნდა იყვნენ კვალიფიციური ფსიქოლოგები. ამ ქვეყანას კი საკმაოდ კვალიფიციური ფსიქოლოგები ყავს, არსებობს უდიდესი ფსიქოლოგიური ტრადიციები არსებობს, არსებობს ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლა განწყობის, რომელიც სამწუხაროდ დღევანდელ დღეს აბსოლუტურად გაუქმებულ და არამოთხოვნად მდგომარეობაში იმყოფება. ასევე არ ფუნქციონირებს ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის დასაყრდენი კვლევებში, ადამიანის განწყობის შესწავლის საკითხებში, ჩვენ ვიმკით იმას, რომ რეალურად ფსიქოლოგია როგორც მეცნიერება, ფსიქოლოგიაში კვლებები და გამოყენებითი ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი, დღეს არც თუ ისე სასურველ ვითარებაში იმყოფება, რბილად რომ ვთქვათ“ - აცხადებს თეა გოგოტიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






