დაახლოებით 40 000 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ფარგლებში სახლის საძირკველი გამაგრდება და კედელი ლითონის ბადით მოიჭიმება. აღნიშნულ მისამართზე 4 ოჯახი ცხოვრობს. მიმდინარე სამუშაოები დღეს რაიონის გამგებლმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა.
„ვეძათხევის #2-ში მიმდინარე სამუშაოებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ბიუჯეტიდან 85%-ით დააფინანსებს, ხოლო, დარჩენილ 15%-ს მოქალაქეები გადაიხდიან. სახლის მეპატრონეებს ამ პროგრამის მეშვეობით ნაკლები თანხის გადახდა უწევთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ამ დროისთვის ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სახლების საძირკვლის გამაგრების სამუშაოები 15 მისმართზე მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტებში 615 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
ჩუღურეთის რაიონში, 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად სულ 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები






