მსახიობმა ხათუნა ბოკუჩავამ, ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ გაკეთებულ რეპლიკასთან დაკავშირებით განმარტება „პრაიმტაიმის“ პრეს-კლუბში გააკეთა.
„მინდა პირველ რიგში სამძიმარი გამოვუცხადო ქუჩაში მოკლული პოლიციელის ბესო მარგიშვილის ოჯახს. ჩემი პრესკონფერენციის მიზეზი, ინგა გრიგოლიას გადაცემაში გაკეთებული რეპლიკა გახდა, რომელიც დარწმუნებული ვარ გამგებმა გაიგო და გაუგებარმა, უბრალოდ არ გაიგო. ბორჯომში მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებს პირადად ვნახავ. საერთოდ ქედს ვიხრი სამშობლოს წინაშე თავდადებული ყველა გმირის წინაშე. პროფესიონალი და კეთილსინდისიერი პოლიციელის თუ მამულიშვილის, რომელიც სხვას აჩუქებს საკუთარ სიცოცხლეს, თავისის საფასურად“, – განაცხადა ხათუნა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ რომ, მსახიობმა ხათუნა ბოკუჩავამ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ პოლიციელები 2012 წლიდან ჰუმანისტები გახდნენ და ამიტომ არ შეიძლება, რომ ამის გამო მათ „ჩმორები“ უძახონ.
„მე ჯერ პოლიციელის მოკლული და მოკლული პოლიციელი არ მინახავს.“ განცხადა ბოკუჩავამ და როდესაც დარბაზში მას მოკლული პოლიციელის სახელი დაუსახელეს განაცხადა, რომ ისინი ალბათ მოსაკლავები იყვნენ.
„ალბათ მოსაკლავი იყო, რამდენი ეყოლებოდა მაგას გამწარებული. იქიდან გადმონაშთია, გამწარებული ყავთ ძალიან ბევრი ხალხი“- განაცხადა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






