მხატვარი ნიკუშა შენგელაია გაზეთ „ასავალ- დასავალთან“ ინტერვიუში ენმ-ს მიერ 21 მარტს გამართულ აქციაზე და ამ მიტინგზე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობების მისვლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თავად ამ მიტინგზე არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდა და იმ შემოქმედი ადამიანების მაგივრად სცხვენია, ვინც აღნიშნულ აქციაზე იმყოფებოდა:
„მე რა მინდოდა, მაგათ 100 მეტრში არ ვუახლოვდები, საკმარისია ის 8 წელი, რაც მიტინგებზე ვიარე. მაგრამ ჩვენ სხვა პათოსი გვქონდა, არავინ გვეძახდა, თვითონ მივდიოდით. როცა ფულს გიხდიან და შეკრება ორგანიზებულად ხდება, როგორც შეიკრიბებიან, ისევე დაიშლებიან.
მე ერთი რამე მაღელვებს- შემოქმედს რა უნდა მოძალადე და ფლიდი ადამიანის მიტინგზე? მისთვის ადამიანია მთავარი და არა სასტუმრო, გზები ან ფასადური ეკონომიკა. გულწრფელად ვამბობ ვერიკო ანჯაფარიძის შვილიშვილს, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელია, მრცხვენია, რომ ამ თეატრის მსახიობები გამოჩნდნენ ნაციონალების მიტინგზე.“- აცხადებს ნიკუშა შენგელაია.
წყარო „ასავალ-დასავალი“
მასალის გამოყენების პირობები






