მერია მარტში შესრულებული „სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების“ მონაცემებს აქვეყნებს
საზოგადოება - 10:16, 06 Apr, 2015     1123
თბილისის მერია „სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2015 წლის მარტში შესრულებული სამუშაოს მონაცემებს ასაჯაროებს.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების ხელშეწყობის კომისიის მიერ, 2014 წლის სექტემბერი - 2015 წლის მარტის პერიოდში გაცემულია 10 806 048 ლარი, აქედან 8 348 416 ლარი საქართველოზე, ხოლო 2 457 632 ლარი საზღვარგარეთის კლინიკებზე მოდის.

„სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის აპლიკანტები არიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები და მოქალაქეები, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ თბილისში და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული.

კომისიის მიერ განხილულია 11 130 საკითხი, სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებულია 10 332, უარი ეთქვა - 798-ს, გაცემულია - 10 806 047 ლარი.

კომისიის მიერ უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებია - სამედიცინო მომსახურება გაწეულია მოქალაქის მიერ მერიაში განცხადების შემოტანამდე; ბენეფიციარის ბოლო დაფინანსებიდან გასული პერიოდი 2 თვეზე ნაკლებია; პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიული ოპერაციები; სტომატოლოგიური მომსახურება; ბალნეოლოგიური და სხვა საკურორტო მომსახურება; სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა.

კომისიის მიერ დაფინანსებულია რიგი სამედიცინო საჭიროება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არ ფინანსდება - კერატოკონუსი (თვალის დაავადება); გულის სტენტირება წამლით; ენდოპროტეზირება არასაპენსიო ასაკის მოქალაქეებისთვის; სისხლძარღვთა კათეტერული აბლაცია არასაპენსიო ასაკის მოქალაქეებისთვის.

2014 წლის სექტემბერი - 2015 წლის მარტის პერიოდში დაფინანსებული ბენეფიციარების რაოდენობა დაავადებათა ჯგუფის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება - 2 811 სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, გადარიცხულია - 1 827 484 ლარი, 2 260 - სიმსივნური დაავადებები, გადარიცხულია 4 057 751 ლარი, 1028 - ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები, გადარიცხულია 951 181 ლარი.

2014 წლის სექტემბერი - 2015 წლის მარტის პერიოდში დაფინანსებული ბენეფიციარების რაოდენობა მოთხოვნილი საჭიროების მიხედვით - ყველაზე დიდი მაჩვენებელი მედიკამენტების მოთხოვნაზე მოდის, კერძოდ 4 438 მოქალაქე დაფინანსდა. მეორე ადგილზეა ოპერაციული მკურნალობა - 2 512, ხოლო მესამე ადგილზეა რადიოლოგიური გამოკვლევები - 542.

ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი დაფინანსების მხრივ ლაბორატორიულ გამოკვლევებზე მოდის, კერძოდ მოთხოვნილი თანხის - 71,8% დაფინანსდა, შემდეგ ადგილზე 63, 2%-ით რადიოლოგიური გამოკვლევებია, ხოლო მესამეზე - 49,5% - სხივური თერაპია.

მოთხოვნილი საჭიროების მიხედვით გადარიცხული თანხის სიდიდის მხრივ ოპერაციულ მკურნალობაზე მოდის - 4 195 470, შემდეგ მოდის მედიკამენტები - 2 470 342 ლარი და მესამე ადგილზეა სხვადასხვა საჭიროებები - 835 491 ლარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42