გლდანის რაიონის 59-ე საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა. საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, სამინისტროს თანამშრომლებმა, მანდატურებმა, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა.
თბილისის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გამწვანების პროცესში უშუალოდ სკოლის მოსწავლეები არიან ჩართული.
"თბილისის მერიასა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებიული მემორანდუმის ფარგლებში ჩვენი სკოლების ეზოებში, სადაც გვაქვს თავისუფალი სივრცე, ვრგავთ ხეებს. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია ქალაქის გამწვანების თვალსაზრისით და ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მოსწავლეები არიან ჩართული ამ პროცესში და სწავლობენ, როგორ დარგონ ხეები და როგორ მოუარონ მას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






