,,2014 წლის 1 თებერვალს, "შაბათის კურიერში" გასული სიუჟეტი მუხროვანის ამბოხის შესახებ, სადაც, სხვა ინფორმაციასთან ერთად, აღნიშნული იყო, რომ ამბოხების გეგმას, რომელიც მიზნად ისახავდა ნატოს წვრთნების ჩაშლას, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას და სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლების შეცვლას, სათავეში ედგა კობა კობალაძე, რისთვისაც ის გასამართლებულ იქნა. მოიხადა 4 წელი და სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა როგორც ე.წ. პოლიტპატიმარმა პარლამენტის ამნისტიის შედეგად.
ინფორმაცია იმ ნაწილში, რომ მუხროვანის ამბოხს მეთაურობდა ბატონი კობალაძე და ის ამისთვის გასამართლდა, იყო არასწორი, რადგანაც მას ნამდვილად წარედგინა ბრალი ამ ქმედებებისთვის. თუმცა, სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია იმან, რომ სიუჟეტში დავეყრდენით ბრალში მოყვანილ ინფორმაციას და არა განაჩენს, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამრთლომ, ბატონი კობალაძის მოთხოვნით, რუსთავი2-ს დაავალა წინამდებარე უარმყოფელი განცხადების გაკეთება“ - ნათქვამია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტელეკომპანია აქვე განმარტავს, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა სასამართლო პროცესზევე აღიარა არაკორექტული ინფორმაციის გავრცელება. ,,ამიტომაც, სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების რეჟიმში უკვე საჯაროდ ვაკეთებთ ამ განცხადებას“ - აცხადებს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა.
მასალის გამოყენების პირობები






