ბიზნესმენი ჯონია გიგანი გია ხარძიანისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
ამის შესახებ გიგანმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, გია ხარძიანმა თავის დროზე კუს ტბის ნაწილი, რომელიც მასზე იყო გაფორმებული, გია უდესიანის ხალხს გადაუფორმა.
„შეიძლება წამომცდა რაღაც, მაგრამ ეს კაცი ძალიან ჰყავდათ შეშინებული. მასზე ზეწოლა ხდებოდა, რადგან კუს ტბის გარკვეული პროცენტი ამაზეც იყო გაფორმებული და უნდოდათ ეს წილი დაეთმო. ჩემი ნათქვამი, როგორც უნდა ხარძიანმა ისე გაიგოს. რა ბოდიში? ეს რა უბედურებაა? მე ვთქვი, რომ კაცი იყო შეშინებული და სცემეს, იმიტომ რომ წილები დაეთმო. მაშინვე ვამბობდი, წილი რომ უდესიანის ხალხს გადაუფორმეს, ეს ნიშნავდა, რომ ამას უკან არავინ დაუბრუნებდა და ცოცხალი მომჩივანი კი არავის სჭირდება. ამიტომ, წილი არ უნდა გადაეფორმებინათ. რა ბოდიში? ვის უნდა მოვუხადო ბოდიში? არ გადაუფორმა წილი გია ხარძიანმა უდესიანს და მის ხალხს? ბესო თუ ციხეში იყო, ამან რატომ გადაუფორმა? თავის თავს მოუხადოს ბოდიში. გადაუფორმა წილი იმიტომ, რომ ძმას უკლავდნენ და მასაც ემუქრებოდნენ. ჩანს რომ შეაშინეს, მაგრამ არ უნდა გადაეფორმებინა, რადგან ფაქტს სიკვდილი მოჰყვა. რატომ მოუხადო გიას ბოდიში, რომ მასზე გაფორმებული წილი უდესიანის ხალხს გადაუფორმა?“, - ამბობს გიგანი.
მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ძმა გიორგი ხარძიანი ჯონი გიგანს მედიაში გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშიშ მოხდას სთხოვს.
შეგახსენებთ, რომ ჯონია გიგანმა რამდენიმე დღის წინ „ქართულ სიტყვასთან“ ინტერვიუში ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ისაუბრა და ბიზსნესმენის ძმა უმოქმედობაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები






