პრემიერმა წარადგინოს ანგარიში, რატომ ვერ დაიცვა ზაზა ნინიძის და ალეკო მაისურაძის სიცოცხლის უფლება - ნათია ჯაყელი
საზოგადოება - 18:10, 04 Apr, 2015     2510
სს "ქართული ფოლადის" დირექტორის ნათია ჯაყელის განცხადებით, „რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება“ .

მისივე თქმით, სასამართლო დავის საგანი არა გარკვეული თანხის დაკისრება, არამედ სს "ქართული ფოლადის" საკუთრებაში არსებული და რეაბილიტაციის პროცესში უკანონოდ გასხვისებული უძრავ-მოძრავი ქონება, მისი მეურვეობა და 2011 წლის 27 დეკემბერს დადებული ქარხნის აქტივების, მათ შორის წიდის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობაა.

"სამართლებრივი ბრძოლის დაწყებისთანავე, რომელიც 2013 წელს დაიწყო, ვცდილობდით და ყველას ვთხოვდით, რომ არ მომხდარიყო ორ კერძო სუბიექტს შორის დავის პოლიტიზირება და სხვა ასპექტში გადაყვანა. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ეჭვები არათუ გამართლდა, არამედ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება ამ მოვლენების პიკი იყო. გუშინ არამხოლოდ სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა იყო, არამედ მოხდა ტყუილის ტირაჟირება", - განაცხადა ჯაყელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

სს "ქართული ფოლადის" დირექტორის განცხადებით, წიდა, რომელზეც დავა მიმდინარეობს, შპს "რუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფზე" 3 მილიონ ლარად გასხვისდა და იმავე დღეს ინა გუდავაძის კომპანიამ შპს "რუსთავის ფოლადმა" 256 მილიონ ლარად შეიძინა.

"ამ ფიქციური გარიგებისა და ფინანსური მაქინაციების შედეგად წარმოიშვა 39 მილიონის ზედმეტობა, რომელიც ამ ჯგუფმა ჯიბეში ჩაიდო და თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს ხელშეკრულება უკვე მეორედ ცნო ბათილად. ვინმე თუ მეტყვის, რომ მსგავსი მაქინაციების თუნდაც ამ სახით შეჩერება კანონსაწინააღმდეგოა და ეს არის დივერსია, მაშინ უკვე სხვა თემასთან გვაქვს საქმე. პრემიერ-მინისტრი თუ მოსამართლეებს მოუწოდებს, რომ თურმე საზოგადოების წინაშე ანგარიშით უნდა წარსდგნენ, მაშინ როგორც ყოფილ შს მინისტრს და ამჟამად პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ნამდვილად ევალება ანგარიშგება საზოგადოების წინაშე და ზაზა ნინიძის, ალეკო მაისურაძის ოჯახის და მეგორების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა წარადგინოს ჩვენს წინაშე ანგარიში, რატომ ვერ დაიცვა მათი სიცოცხლის უფლება, როცა 2013 წლის 24 ივნისს სს "ქართული ფოლადის" ოფისი ააფეთქეს. ის მაშინ შს მინისტრი იყო. ჩვენ წარმოგვიდგინოს ანგარიში, რატომაა ეს საქმე შემოდებული თაროზე, სხვა საქმეებთან ერთად. თუნდაც ბიუჯეტიდან 39 მილიონის მოპარვის საქმესთან ერთად. დივერსია და ბიუჯეტის დაზარალება ესაა და არა ის რაზეც დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ნათია ჯაყელმა.

ჯაყელი იმედოვნებს, რომ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას შინაგანი რწმენით და სამართლებრივ თემებზე დაყრდნობით მიიღებს და არა შანტაჟისა და მუქარის ფონზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42