მოდელი ირინა ონაშვილი მისი და ლადო ვარძელაშვილის დაშორებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ეხმაურება.
„მე და ლადო, 5 წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ და ამ ხნის განმავლობაში ერთი დღეც არ გვიცხოვრია ცალ-ცალკე. ერთმანეთი გვიყვარს, პატივს ვცემთ, ვმეგობრობთ. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ძალიან ჩვეულებრივია. ლადო უპრეტენზიო, რბილი ადამიანია, არ არის აფექტური“, - ამბობს ონაშვილი.
ესე იგი თქვენი ქორწინება კრიზისებს გადაურჩა?
ირინა ონაშვილი: ჩვენს სახლში უბედურება დატრიალდა (2013 წელს ირინას და ლადოს ოჯახში იარაღიდან შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ ლადოს მეგობარი იმსხვერპლა. ავტ.), ამის გამო ჩვენს ოჯახში გაჩნდა კრიზისი. მეორე მოვლენა იყო პოლიტიკური ცვლილება, რომელიც ჩემს ქმარზე ცუდად აისახა. ლადო დილიდან ღამემდე მუშაობდა, ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა. ახლა უმუშევარია და ეს მასზე ძალიან მოქმედებს. აქვს გეგმები, მაგრამ ამ ეტაპზე არაფერს აკეთებს. ვამაყობ ლადოთი, რომ ასეთი სამართლიანი და წესიერი ბიჭია, ისე მუშაობდა, რომ მისი სამსახურის შესახებ კიხთვის ნიშნები არ გაჩენილა. ჩემთვის მის სტატუსს არასდროს ჰქონია მნიშვნელობა, პირიქით, ყოველთვის დისკომფორტს მიქმნიდა, ჩემთან ერთად არასდროს იყო და სულ ამაზე ვწუწუნებდი.
ქვეყნიდან წასვლას ხომ არ ფიქრობთ?
ირინა ონაშვილი: ეს ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში არასდროს მდგარა, არც გვიფიქრია ამაზე. რატომ უნდა წავიდეთ? ჩვენ არ ვართ მარტო, დიდი ოჯახი გვყავს - ლადოს ძმები, შვილები... წახვიდე და ეს ადამიანები მარტო დატოვო? გამორიცხულია.
წყარო: სარკე
მასალის გამოყენების პირობები






