ჩარკვიანის თქმით, მისმა ოჯახმა პროკურატურაში სარჩელი ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც შეიტანა, ჯონი გიგანი კი პირადად ესაუბრა ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორც ლაშა ნაცვლიშვილს ასევე თეა წულუკიანს, მაგრამ საქმეს მსვლელობა არ მიეცა.
თაკო ჩარკვიანის განცხადებით ჯონი გიგანის სამის გამოძიების შემთხვევაში , ბესო ხარძიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა.
„გია უდესიანმა ჩემს მეუღლეს, ჯონი გიგანს ესროლა ლადო კვარაცხელიას ოფისში საკმაოდ სოლიდურ ადამიანების თვალწინ. ჩვენ შევიტანეთ სარჩელი პროკურატურაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადროვეთ ხელისუფლებას. არსებობდა 8 მოწმე, რომელიც აღწერდენ როგორ ესროლა უდესიანმა, ჩემი ქმარი ესაუბრა პირადად ლაშა ნაცვლიშვილს, გამოსაძიებელიც კი არაფერი იქნებოდა, რვა ადამიანი ამბობს, როგორ ესროლა უდესიანმა. თეა წულუკიანსაც ვესაუბრე და ისევ ვადროვეთ. პრევენცია რომ მომხდარიყო ჩემი ქმრის საქმის შემდეგ, დღეს ბესო ხარძიანი ცოცხალი იქნებოდა. ჩვენი ხელისუფლების პროკურორები არიან ადამიანები, რომლებიც გაურიგდენ დამნაშავეებს. მე არ ვსაუბრობ სტატისტიკაზე, მე მაღელვებს ის ფაქტი, რომ ადამიანებს, რომლებსაც ნდობა გამოვუცხადეთ, როგორი ღალატით გვიპასუხეს“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






