„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული ფაქტები, სიმართლეს არ შეესაბამება.
ი/მ მამუკა ვაჩიბერიძემ სწორედ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა სოფელ პატრიკეტში (წყალტუბოს რაიონი) საკუთარი სასათბურე მეურნეობის შესაქმნელად. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მოსარგებლეა შპს „ბათგლასის“ მეპატრონეც, რომელმაც სოფელ მენჯისყალში (ხელვაჩაურის რაიონი) სასათბურე მეურნეობა ააშენა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ყველა შესაბამის სამსახურში შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება და გადამოწმება. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პროექტების გადამოწმება უნდა გულისხმობდეს სწორედ გადამოწმებას და არა საზოგადოების ნებსით თუ უნებლიეთ შეცდომაში შეყვანას.
ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ კონკრეტული დოკუმენტაცია როგორც ამ, ისე სხვა ყველა საწარმოს დაფინანსების შესახებ. ასვე, ვთავაზობთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ადგილზე გავაცნოთ თითოეული ობიექტი.
თუმცა, ვერ მივესალმებით ფაქტებს, როდესაც ცდილობენ მოიპოვონ დამახინჯებული ან არასწორი ინფორამცია ამ პროექტის ბენეფიციარების შესახებ.
დაფინანსებული საწარმოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი წყაროები:
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ვებგვერდი:
ახალი საწარმოები: http://apma.ge/maps/“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც პრემიერმა აღნიშნა, რომ რეალურად შეიქმნა იმაზე მეტი საწარმო, ვიდრე დაგეგმილი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






