თბილისის მერიაში შშმ პირთათვის პარკირების წესში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელეს
საზოგადოება - 19:39, 03 Apr, 2015     1113
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პარკირების წესში ცვლილებების შეტანის საკითხთან დაკავშირებით დღეს, თბილისის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე, მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი რატი იონათამიშვილი და შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მოისმინეს პარკირების კუთხით არსებული პრობლემები და ხედვა, თუ როგორ უნდა იყოს დაცული ამ მხრივ შშმ პირთა უფლებები. აღინიშნა რომ პარკირების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ქალაქში გადაადგილება მნიშვნელოვნად გამარტივდება.

დღეისათვის არსებული მდგომარეობით, სპეციალური ადგილით სარგებლობა მხოლოდ იმ შშმ პირს შეუძლია, ვისაც საკუთარ მფლობელობაში ჰყავს ავტომობილი. ცვლილებების განხორციელების შედეგად კი, პარკირების უფლებით ისარგებლებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის პირები, ვისაც ამის საჭიროება გააჩნია და ავტომობილის საკუთრებაში ქონა სავალდებულო აღარ იქნება. საბოლოო სახით, ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.

როგორც აღინიშნა, მერია აქტიურად ითანამშრომლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან და მათი წარმომადგენლები მაქსიმალურად იქნებიან ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რათა გაიზარდოს შშმ პირთა მობილურობისა და დამოუკიდებელი გადაადგილების ხარისხი და მათი უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42