ამ ინიციატივის ფარგლებში "პსპ" პირველი ფარმაცევტული ქსელია, რომელმაც პოლიეთილენის პარკები სრულად ჩაანაცვლა ბიოდეგრადირებადით. სააფთიაქო ქსელს დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი სტუმრობდა.
სამინისტროს ინიციატივას მხარს უჭერენ საქართველოში არსებული მსხვილი სავაჭრო ქსელები და წლის მანძილზე პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადით ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ.
პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წლები ჭირდება და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. მაშინ, როდესაც ბიოდეგრადირებადი პარკი 3- 6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას.
სამინისტრო ბიოდეგრადირებადი პარკებისა და მრავალჯერადი ჩანთების გამოყენების დანერგვით ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირებას და საბოლოოდ პოლიეთილენის მთლიანად ამოღებას.
მასალის გამოყენების პირობები






