„სინათლის ქალაქმა“ და კომპანია „Philips“-მა აეროპორტის გზაზე LED სანათები დაამონტაჟეს
საზოგადოება - 13:23, 03 Apr, 2015     1048

„სინათლის ქალაქმა“ თბილისის აეროპორტის შესასვლელთან კომპანია „Philips“-ის მიერ წარმოებული დიოდური სანათები დაამონტაჟა. სანათები თბილისში საპილოტე პროექტის ფარგლებში, საცდელი ვადით დამონტაჟდა. გარკვეული დროის განმავლობაში მათ ეფექტურობას სპეციალისტები დააკვირდებიან.

დიოდური განათების ჩართვის პროცესს გვიან ღამით „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელობა და კომპანია „Philips“-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„სინათლის ქალაქის“ დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, მსოფლიო ბაზარზე ცნობილმა კომპანია „Philips“-ის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ თბილისის ერთ-ერთ უბანში საპილოტე პროექტი განეხორციელებინათ და მათ მიერ წარმოებული სანათები საცდელი ვადით დაემონტაჟებინათ. „ადგილი, თუ სად დამონტაჟდებოდა სანათები, მათ თავად აირჩიეს და აეროპორტის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 დიოდური სანათი დამონტაჟდა. დღეიდან სპეციალისტები მათ ეფექტურობას დააკვირდებიან და შესაბამის დასკვნას წარმოადგენენ“ - განაცხადა ვასილ ხორავამ.

კომპანია „Philips”-ის წარმომადგენლებმა „სინათლის ქალაქთან“ სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

მიმდინარე წლის მარტში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოიწონეს თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც თბილისის 100 000 სანათის დიოდური სანათებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. დიოდური სანათები ელექტროენერგიის 60–70 %-იან ეკონომიას გასწევს.

50 დიოდური სანათი უკვე დამონტაჟებულია ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე და სკვერში, ასევე ბარათაშვილის ხიდზე. საპილოტე პროექტები „სინათლის ქალაქმა“ პოლონურ კომპანიებთან „ბიო სულოშენ“ და „ევოლუცია პოლანდ“ ერთობლივად განახორციელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42