თბილისი EBRD-ის შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის მასპინძლობისთვის ემზადება
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:39, 02 Apr, 2015     1521

თბილისი უკვე აქტიურად ემზადება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მასპინძლობისთვის, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველად, მიმდინარე წლის 13-15 მაისს იმართება.

საორგანიზაციო სამუშაოების პირველ ეტაპს, რომლებიც პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, დღეს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის წევრები მედიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

მედიატურს დაესწრნენ საქართველოს მხრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის მმართველი, ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური, ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.

კომისიის წევრები გარკვეული პერიოდულობით მედიის თანდასწრებით ადგილზე გაეცნობიან მიმდინარე სამუშაოებს, ხოლო იმისთვის, რათა არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ღია და ხელმისაწვდომი იქნება ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში განხორციელებული თუ დაგეგმილი ყველა შესყიდვა და ამის შესახებ დეტალურად ეცნობება მედიას.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის, ასევე იგეგმება საინვესტიციო სესიის ორგანიზება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო, ტურისტულ და კულტურულ შესაძლებლობებს.

წელს საქართველო როგორც EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მასპინძელი ქვეყანა ხდება მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებისა და ევროპული ბიზნესის ეპიცენტრი.

ქვეყანას 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფორუმის მოსამზადებელი პერიოდისა და მიმდინარეობის ფარგლებში, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქმდებიან სტუდენტები.
ორდღიან საერთაშორისო ფორუმს გააშუქებს თითქმის ყველა წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალება, რომელთა მხრიდანაც ღონისძიებასთან დაკავშირებით უკვე დიდი დაინტერესება ფიქსირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42