„რუსთავი2“-თან საუბარს არ ვაპირებთ" - დაპირისპირება პარლამენტთან
საზოგადოება - 18:35, 02 Apr, 2015     2564

„არემჯი კოპერის“ თანამშრომლებმა ქუთაისის აქციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, წარმოების გაჩერების უფლებას არავის მისცემენ.

ისინი საყდრისში სამუშაოების განახლებას ითხოვენ.

აქციაზე შეკრებილები არ იზიარებენ იმ დეპუტატების პოზიციას, ვინც საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და განაცხადეს, რომ ტელეკომპანია ცრუ ინფორმაცია ავრცელებს.

„რუსთავი2“-თან საუბარს არ ვაპირებთ. რატომ? არ არის თქვენი საქმე“, - განაცხადეს აქციაზე შეკრებილებმა.

კომპანიის თანამშრომლის კახა კეკელიას განცხადებით, საბადოს თანამშრომლები ქუთაისში იმისთვის ჩავიდნენ, რომ გაარკვიონ რა სურთ „თავისუფალ დემოკრატებსა" და "ნაციონალურ მოძრაობას“.

კეკლიძის თქმით, ამ მოწვევის პარლამენტში გარკვეული ჯგუფები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომლებიც "მადნეულის", როგორც კომპანიის დისკრედიტაციას ეწევიან და მის შეფერხებას ცდილობენ.

„ვფიქრობთ, რომ ამისთვის ისინი გარკვეულ ფინანსურ რესურსებს და დაქირავებულ ძალებს იყენებენ, რომელსაც საყდრისის გადარჩენის კომიტეტს ეძახიან, რათა საზოგადოებაში დანერგონ აზრი, რომ კომპანია ისეთ სამუშაოებს აწარმოებს, რისი უფლებაც არ აქვს. კომპანია 1975 წლიდან მუშაობს, თან ძალიან წარმატებულად. ის საექსპორტო პროდუქციის დაახლოებით 6%-ს აწარმოებს და ეს ჯგუფები ცდილობენ წარმოება შეაფერხონ და შეიძლება მისი გაჩერებაც უნდათ. ასე ცდილობენ ისინი სოციალური ფონის დაძაბვას და იბრძვიან თავისი შორს გამიზნული მიზნებისთვის. მინდა ვთქვა, რომ წარმოებას ვერავინ გააჩერებს“, - განაცხადა კახა კეკელიძემ.

კომპანიის თანამშრომელმა გია მუშკუდიანმა აღნიშნა, რომ მათ ყველაზე კარგად იციან საყდრისი კულტურული ძეგლი იყო, თუ სხვა რამ.

„რომელ კომისიაზეა საუბარი, ან რატომ შეჰყავთ ამდენი ხალხი შეცდომაში. ჩვენზე უკეთესად ვინმემ იცის იქ რა იყო?! იქ იყო ერთი ბორცვი, რომელსაც ორი ნაპრალი ჰქონდა, ამ ნაპრალს გადააყოლეს მთელი საქართველო. მოვიდნენ, დაგველაპარაკონ, გაგვცენ პასუხები. უმუშევრობას უმუშევრობა უნდა დავამატოთ კიდევ?!" - განაცხადა მუშკუდიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42